14 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებმა პერფორმანსი სახელწოდებით "პოეზია ანგრევს კედლებს" გამართეს.
არტ ინსტალაცია დიდი ხნის წინ ლექტორებისა და სტუდენტების მიერ დაიგეგმა, თუმცა, იმ დღეს დაემთხვა, როცა უმაღლესი განათლების კანონში ცვლილებები უნდა შესულიყო. სტუდენტებმა პროტესტი პერფორმანსზე წარმოდგენილ პლაკატებზე გამოხატეს.
"ჩვენი არტ ინსტალაციის თემაა - "პოეზია ათავისუფლებს, ანგრევს კედლებს". სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ მინისპექტაკლები. პლაკატებს ჩვენს პერფორმანსთან არანაირი კავშირი არ აქვს" - განაცხადა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მწერალმა ნატო დავითაშვილმა.
პერფორმანსში 50-მდე სტუდენტი მონაწილეობდა, რომლებიც ძირითადად სხვადასხვა ფორმაში იყვნენ ჩაცმულნი. ძალიან მოკლე პერიოდის შემდეგ სტუდენტების ჯგუფმა ზოოპარკის ვიზიტორების ყურადღება მიიპყრო სიმღერით, ცეკვითა და სხვა აქტივობებით.