„საგას“ კონფერენცია ეკოლოგიურ პრობლემებზე
27 აპრილი, 2014
„საგას“ კონფერენცია ეკოლოგიურ პრობლემებზე ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდა გეოგრაფთა ასოციაციის "საგას" კონფერენცია გაიმართა, რომელიც შეეხებოდა ეკოლოგიურ პრობლემებს.


კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 40-მდე სკოლა და 50-მდე თემის ავტორი. თუმცა, ქვეყნის მაშტაბით შეირჩა ათი საუკეთესო საკონფერენციო თემა, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა და გამოვლინდა გამარჯვებული მოსწავლეები, რომლებიც შეაფასეს თსუ-ს გეოგრაფიის დეპარტამენტის სრულმა პროფესორებმა და "საგას" პრეზიდენტმა.

ახალგაზრდა გეოგრაფთა ასოციაციის "საგას" პრეზიდენტის შოთიკო შიშმანაშვილის თქმით, კონფერენცია დაკავშირებული იყო 22 აპრილთან. მოგეხსენებათ, რომ ეს კვირა არის დედამიწის დღის კვირეული. დედამიწის საერთაშორისო დღე 1970 წლიდან აღინიშნება და ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი საზოგადოებრივი ღონისძიებაა. ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებაში 190-ზე მეტი ქვეყნის 20 ათასამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე, დედამიწაზე საკუთარი გარემოს გაუმჯობესების მიზნით მონაწილეობს. საკონფერენციო თემები შეეხებოდა სამ პრობლემურ თემას:  I - პოლიეთილენი ბუნების მტერი; II - ატმოსფეროს ეკოლოგიური პრობლემა; III - ეკოლოიური პრობლემა ჩემს ქალაქში, სოფელსა თუ დაბაში.

"გავეცანით იმ მწვავე და მნიშვნელოვან თემებს, რომლებიც დღეს საქართველოშია. სამომავლოდ პროექტი გაგრძელდება. მაისში იგეგმება კიდევ ერთი ღონისძიება ვიქტორინის სახით და ასევე ივნისში გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით ჩატარდება სხვადასხვა პროექტი. ორგანიზაცია "საგას" მიზანია, რომ ამაღლდეს მოსახლეობაში ეკოლოგიური ცოდნა და აღარ დაბინძურდეს გარემო. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი ღონისძიებების მეშვეობით ეკოლოგიური გარემო მკვეთრად გაუმჯობესდება" - განაცხადა შოთიკო შიშმანაშვილმა.

პოექტის გამარჯვებულები გახდნენ თბილისის თავისუფალი ,,ვალდორფის" სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები ანა ლელაძე და თიკო ქარელი.

ანა ლელაძე აღნიშნავს, რომ: "დღევანდელი კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენი თემა იყო "ბუნების მტერი ნარჩენები". როგორ უნდა დავეხმაროთ დედამიწას? შეიძლება ეს ვინმესთვის იყოს სტიმული და შემდეგ დაიწყოს დასუფთავების აქციები. ძალიან საინტერესო პროექტია და კარგია, რომ ახალგაზრდები ინტერესდებიან".

"მე ამ კონფერენციაში მონაწილეობით მივიღე გამოცდილება, საშუალება მომეცა, მესაუბრა ისეთ პრობლემებზე, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს აწუხებს. ჩვენი თემა დღეს იმას მოიაზრებდა, რომ საჭიროა უფრო მეტად დაინტერესება და ინფორმირება ადამიანების ვინაიდან, ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია ეკოლოგიური პრობლემის ნაწილობრივ მაინც მოგვარება. სახელმწიფოს კი, თავის მხრივ, ევალება კონტროლი და პრობლემების აღმოფხვრა" - აღნიშნა გამარჯვებულმა თინათინ ქარელმა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary