ილიაუნის ბიზნესის სკოლამ და მომავალ ეკონომისტთა სტუდენტურმა კლუბმა ჩაატარეს ბიზნეს სააზროვნო თამაში I'M (Intelectual Marketer).
კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოს ყველა უნივერსიტეტის სტუდენტთა 5-კაციან ჯგუფს შეეძლო. ბიზნეს სააზროვნო თამაშში მონაწილეობა მიიღო ოცმა გუნდმა. ,,მსგავს თამაშებს ვატარებთ ყოველ სემესტრში, ამ სემესტრში ეს პირველი თამაშია და მოხარულები ვართ, რომ ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდა ამ პროექტით" - აღნიშნა FESC-ის წევრმა ნინო სამხარაძემ.
ოქსფორდის აკადემიის წარმომადგენელმა ლიკა ჯორჯიაშვილმა აღნიშნა, რომ ,,ოქსფორდის აკადემიის საგანმანათლებლო ცენტრი მუდმივად მხარს უჭერს მსგავს ღონისძიებებს და დიდი სიამოვნებით გააგრძელებს ამ საქმიანობას".
დღევანდელი თამაშის ჟიურის წევრები იყვნენ: ილიაუნის ბიზნესსკოლის ლექტორი გურამ შეროზია, ილიაუნის ბიზნეს სკოლის მკვლევარი თამთა გველესიანი, FESC-ის პრეზიდენტი ნიკა ჩილინდრიშვილი.
ბიზნეს სააზროვნო თამაში შედგებოდა 5 ტურისგან. ,,იოგას სახლის" პრიზი მოიგო გუნდმა ,,მექანიკური ფორთოხალი", რომელსაც საჩუქრად გადაეცა 2-კვირიანი უფასო ვაუჩერი ,,იოგას სახლში". ,,კერკეტის ტურისა" და, ზოგადად, პროექტის გამარჯვებილი გახდა გუნდი ,,13", რომელსაც გადაეცა წიგნები ,,რადამისგან", ტრენინგები - ,,ტრენინგ ცენტრისგან" და ინგლისური ენის კურსები - ,,ოქსფორდ აკადემიისგან".
,,მსგავსი კონკურსის ჟიურიში პირველად ვარ, დადებითად ვაფასებ დღევანდელ ღონისძიებას, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტების განხორციელება. ეს პროექტი ემსახურება გაზარდოს ერუდირების დონე ახალგაზრდებში. როგორც მარკეტინგის ლექტორის პოზიციიდან გეუბნებით, რომ მარკეტინგული თვალსაზრისით, ეს არის ძალიან კარგი, რადგან ბევრი კომპანიის ლოგოსა და სლოგანის ცოდნა ავითარებს მარკეტინგულ უნარჩვევებს. რაც შეეხება საბოლოო შედეგებს, მინდა აღვნიშნო, რომ ეს სტუდენტები ნამდვილად არიან მობილიზებულები და ნიჭიერები ამ სფეროში" - განაცხადა ჟიურის წევრმა, ილიაუნის ბიზნეს სკოლის ლექტორმა გურამ შეროზიამ.
დღევანდელი ბიზნეს სააზროვნო თამაშიის სპონსორები იყვნენ: არასამთავრობო ორგანიზაცია ,,რადარამი", ტრენინგ ცენტრი ,,Emeretus tranings", ,,Oxford Academy"-სასწავლო ცენტრი, ,,კერკეტი", ,,იოგას სახლი".