სწავლა, კვლევა და მუშაობა გერმანიაში, შვეიცარიასა და ავსტრიაში
28 აპრილი, 2014
სწავლა, კვლევა და მუშაობა გერმანიაში, შვეიცარიასა და ავსტრიაში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
კავკასიის შვეიცარული აკადემიური ცენტრის (ASCN), გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD), კათოლიკური ორგანიზაციისა (KAAD) და ავსტრიული ბიბლიოთეკის ორგანიზატორობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრის მიზანი იყო, ილიაუნის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის ესაუბრათ გაცვლითი პროგრამების შესახებ. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აუდიტორიას გააცნეს, თუ როგორ შეიძლება მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში, რომლებიც გულისხმობს გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში სწავლასა და მუშაობას.

,,2003 წელს მე პირადად ვიყავი DAAD გაცვლითი სამსახურის სტიპენდიატი, რომელიც მოიცავდა ერთ სემესტრით საზღვარგარეთ სწავლას. საქართველოში, როდესაც ასეთი ღონისძიებები იმართება, დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს. თითოეულ საინფორმაციო შეხვედრაზე ვიღებ ახალ და საინტერესო ინფორმაციას. გარდა ამისა, აქ წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ფონდი, კონკრეტულად KAAD ფონდი, რომელიც 2004 წლიდან ფუნქციონირებს. მე თითქმის ყოველ წელს შემაქვს განაცხადი სხვადასხვა ფონდში, რა თქმა უნდა, მივიღებ მონაწილეობას, როგორც დოქტორანტი. მინდა აღვნიშნო, რომ სტიპენდიის მოპოვება ძალიან რთულია. ვფიქრობ, რომ ერთხელ გამიმართლა ცხოვრებაში და მომავალში, რაღაც უნდა გავაუმჯობესო ჩემში" - განაცხადა დოქტორანტმა ნანა შეითნიშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების ცენტრის დირექტორი პროფესორი ეკატერინე შავერდაშვილი და გერმანისტიკის მიმართულების პროფესორი ლევან ცაგარელი.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary