ჯაზ-პიანისტ ჯასტინ კოფლინის შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებთან
29 აპრილი, 2014
ჯაზ-პიანისტ  ჯასტინ კოფლინის შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებთან ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიაუნის თეატრის ფოიეში უნივერსიტეტის მუსიკის მიმართულების სტუდენტებისთვის სემინარი ჩაატარა ცნობილმა ამერიკელმა ჯაზ-პიანისტმა ჯასტინ კოფლინმა.

მან ილიაუნის სტუდენტებთან ისაუბრა, როგორც, ზოგადად, ჯაზზე, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების პრობლემებზე.

28 წლის მრავალი ჯილდოს მფლობელმა უსინათლო პიანისტმა სტუდენტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ბავშვობაში კარგად ხედავდა, მაგრამ 11 წლის ასაკში დაკარგა მხედველობა: "თავიდან ვუკრავდი ვიოლინოზე, შემდეგ ფორტეპიანოზე, თოთხმეტი წლისამ აღმოვაჩინე ჯაზი და თავიდან შემიყვარდა მუსიკა".

სტუდენტმა გვანცა ჟღენტმა აღნიშნა, რომ: "ძალიან კარგი ენერგია მოდიოდა კოფლინისგან, სასიამოვნო პიროვნებაა. მოგვიყვა თავის ცხოვრებაზე, რაც, ალბათ, სხვებისთვის სამაგალითოა. ძალიან ძლიერი პიროვნებაა, როგორც მუსიკოსმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, დახვეწილი ტექნიკა აქვს".

სტუდენტებმა პატარა სიურპრიზი გაუკეთეს ჯასტინ კოფლინს, მას მუსიკალური მისალმებით შეხვდნენ.

"პირველ რიგში, ყველას გვესიამოვნა მისი მოსმენა, გარჩეული აქვს ბევრი არანჟირება, ეს ეტყობა ტექნიკურ და ჰარმონიულ მხარეზეც. აქამდე ამ მუსიკოსისთვის არ მომისმენია და მომავალში ხშირად მოვუსმენ" - განაცხადა ილიაუნის სტუდენტმა თორნიკე ლექობიძემ.

შეგახსენებთ, რომ მუსიკოსი ამერიკის საელჩოს ორგანიზებით ჩამოვიდა საქართველოში.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary