სტუდენტური ქორეოგრაფიული ფესტივალი
30 აპრილი, 2014
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფესტივალი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
სტუდენტური ქორეოგრაფიული ფესტივალი "ტერფსიქორე" წელს მეორედ ჩატარდა.

ფესტივალის პროგრამა ორი ნაწილისგან შედგებოდა. 29 აპრილს ცეკვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ფესტივალი გამოფენითა და სამეცნიერო კონფერენციით გაიხსნა. დღეს გამართული სემინარითა და კონცერტით კი დახურულად გამოცხადდა. 

ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა და ქორეოგრაფია-ქორეოლოგიის სპეციალობის სტუდენტები. 

კონცერტში თეატრალური უნივერსიტეტის ცეკვის ანსამბლის გარდა მონაწილეობას იღებდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერისტეტის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები. 

ფესტივალის დასასრულს პროექტში მონაწილე სტუდენტებს ჯილდოები გადაეცათ.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary