ღონისძიება „KOKA & T.blues MOB at TSU“
30 აპრილი, 2014
ღონისძიება „KOKA & T.blues MOB at TSU“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ღონისძიება "KOKA & T.blues MOB at TSU" გაიმართა.

საღამო სტუდენტების მოთხოვნით შედგა, რომელსაც უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ დაუჭირა მხარი. ღონისძიების მიზანი იყო, ახალგაზრდები გაცნობოდნენ ბლუზის ჟანრის სიმღერებს, რისთვისაც მიწვეულნი იყვნენ რამდენიმე კვირის წინ ესპანეთის ტურნირის მონაწილეები "KOKA & T.blues MOB". ერთ-ერთი წევრის კოკა ცქიტიშვილის თქმით, ისინი რამდენიმე კვირაა, რაც ესპანეთის ტურნირიდან დაბრუნდნენ, სადაც კინოფესტივალზე იყვნენ მიწვეულნი. დღევანდელ ღონისძიებაზე პრემიერაც შედგა. კოკა ცქიტიშვილი მოხარულია, რომ ახალგაზრდები დაინტერესებულები არიან მსგავსი ჟანრის მუსიკით.

საღამოს ერთ-ერთი ორგანიზატორის ნანა ჭანტურიძის თქმით, მსგავსი ღონისძიება მოეწყო მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების მიერ. მიუხედავად ჯაზის დღეებისა, მათ უპირატესად მიიჩნიეს ბლუზის ჟანრის მუსიკალური საღამო გაემართათ, რაც ახალგაზრდებში ბლუზის ჟანრის ცნობადობის ამაღლებას შეუწყობდა ხელს.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary