“თავისუფალი ასოციაციის” შეხვედრა მოსწავლეებთან 213-ე სკოლაში
01 მაისი, 2014
“თავისუფალი ასოციაციის” შეხვედრა მოსწავლეებთან 213-ე სკოლაში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის 213-ე საჯარო სკოლაში "თავისუფალი ასოციაციის" პრეზენტაცია გაიმართა.


შეხვედრას მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები დაესწრნენ.

შეხვედრის მიზანი იყო, მოსწავლეები გასცნობოდნენ მეტ ინფორმაციას საქართველოში არსებულ უნივერსიტეტებზე, მათ ინფრასტრუქტურაზე, სწავლის ხარისხსა და გაცვლით პროგრამებზე.

ოგორც სკოლის ერთ-ერთმა მასწავლებელმა ეკატერინე ჭავჭავაძემ აღნიშნა: "კარგია, როდესაც მოსწავლე წინასწარ იღებს ამხელა ინფორმაციას უმაღლეს სასწავლებლებზე. ეს დაეხმარება უკეთესი არჩევანის გაკეთებაში და აღარ მოუწევს, ისარგებლოს მობილობით და დაკარგოს უამრავი დრო".

"მივიღე ბევრი ინფორმაცია, რაც ჩვენი მომავლისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით დავინტერესდი ილიას უნივერსიტეტითა და სეუ-თი. საინტერესო პრეზენტაცია იყო და სიამოვნებით დავესწრები კიდევ ასეთ შეხვედრას" - განაცხადა მეთერთმეტე კლას ლიკა იაშაღაშვილმა.

"თავისუფალი ასოციაციის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ნუკა კეკელიას თქმით, "ეს იყო რიგით მეორე პრეზენტაცია დიდგორის რაიონში. შეხვედრამ ძალიან საინტერესო ვითარებაში ჩაიარა. ნათელია, რომ ბავშვების ინფორმირებულობა უმაღლესი განათლების საკითხებში ძალიან დაბალია, ამიტომ, ვფიქრობ, ამგვარი შეხვედრა ძალზე მნიშვნელოვანია".

პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary