1 მაისის მანიფესტაცია
01 მაისი, 2014
1 მაისის მანიფესტაცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
1 მაისს "ახალგაზრდა სოციალ–დემოკრატები", "საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები", "საქართველოს პროფესიული კავშირების ახალგაზრდული ორგანიზაცია", "ახალგაზრდა სოცილისტები" და ქუთაისიდან "მელნისფერი თაობა" გაერთიანდნენ მშრომელთა უფლებების დასაცავად და მოაწყეს მანიფესტაცია.

მანიფესტაცია დაიწყო თსუ–ს პირველ კორპუსთან და შემდეგ მსვლელობით მელიქიშვილის გავლით სტუდენტები შეუერთდნენ რესპუბლიკის მოედანზე "საქართველოს პროფესიული კავშირების" აქციას. მიუხედავად ამინდის გაუარესებისა და ძლიერი წვიმისა, მსვლელობა გაგრძელდა "საქართველოს პროფესიული კავშირების" წინამძღოლობით პარლამენტის ყოფილი შენობისკენ, სადაც სიტყვით გამოვიდნენ, როგორც ახალგაზრდული ორგანიზაციების, ისე პროფესიული კავშირის წარმომადგენლები.

მანიფესტაციის მონაწილეებს შემდეგი მოთხოვნები ჰქონდათ:
1. უმოკლეს ვადებში შეიქმნას შრომის ინსპექცია
2. ახალგაზრდებისა და ქალების ეკონომიკური ემანსიპაცია
3. პროგრესული გადასახადები
4. ეკოლოგიური გადასახადები
5. ინდუსტრიული, ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური ეკონომიკური პოლიტიკის გატარება
6. ხარისხიანი უმაღლესი განათლების პოლიტიკა
7. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები რეგიონებში
8. საპენსიო რეფორმა
9.უმუშევართა დროებითი შემწეობა
10. შშმ პირთათვის ღისეული თანაარსებობის პირობების შექმნა მათი სრული ინტეგრაციისთვის.
11. უმაღლესი განათლების ვაუჩერული დაფინანსების სუბსიდირებული სისტემით ჩანაცვლება
12. მინიმალური ხელფასების რეგულაცია და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება
13. გამოცხადდეს 1 მაისი გამოცხადდეს დასვენების დღედ


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary