ახალგაზრდა შემოქმედები 9 წლის ნუციკოს დასახმარებლად შეიკრიბნენ
01 მაისი, 2014
ახალგაზრდა შემოქმედები 9 წლის ნუციკოს დასახმარებლად შეიკრიბნენ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ფესტივალ-რესტორაცია "დივანმა" საქველმოქმედო პოეტურ საღამოს უმასპინძლა, რომელიც მიეძღვნა 9 წლის უნიჭიერეს ნუციკო ჩიტაძეს.


პატარა გოგონას აწუხებს ძვლის დაავადება, რომელიც ხელს უშლის სიარულსა და მოძრაობაში, ამიტომ ნუციკოს ეტლის საშუალებით უხდება გადაადგილება.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ახალგაზრდა შემოქმედები: თორნიკე ჭელიძე, თეა თაბაგარი, ნატა ვარადა, თამო გიუნაშვილი, ცია ლაბაძე, ალექსანდრე ახალკაცი, ქეთი დიდიშვილი, გიორგი ხატიაშვილი, რობერტ მესხი, ნუკრი ბერეთელი, სოსო მეშველიანი, ნინო ქადაგიძე, ნანა ქელეხიძე, ნინა ნეკერი, ნინო ჭინჭარაული, დავით კვიტატიანი, მედეა კაზარაშვილი, ცირა თევდორაშვილი, ნათია აბულაძე, თამთა გრიგოლია. საღამო მუსიკალურად გააფორმა ჯგუფმა "ზღვარმა".

მომღერალმა და პოეტმა ცია ლაბაძემ განაცხადა: "ნუციკო ძალიან კარგი გოგოა, როგორც შემოქმედებითად, ასევე პიროვნულად. მიუხედავად იმისა, რომ ის ბევრს არ ლაპარაკობს, მასში არის ძალიან ბევრი ემოცია, ბევრი ტკივილი, რომელსაც მისი თვალები აირეკლავენ. მიხარია, რომ ის პირადად გავიცანი. ჩემი აზრით, ძალიან ბევრს იმსახურებს ეს ადამიანი. ამ ღონისძიებაზეც ვთქვი, რომ არსებობენ ადამიანები თავიანთი პარალელებით და ეს პარალელები უნდა გადავკვეთოთ, ერთმანეთს დავეხმაროთ, მხარში დავუდგეთ და ვიქნებით ერთად და როცა ერთად ვიქნებით, ყველაფერი კარგად იქნება, არ უნდა გავუცხოვდეთ და ძალიან მინდა, რომ ნუციკოს ტკივილი შევუმსუბუქოთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მიხარია, რომ ვმონაწილეობ ამ კეთილ საქმეში".

ახალგაზრდა პროზაიკოსმა თამუნა გიუნაშვილმა აღნიშნა: "ერთ-ერთ პოეზიის საღამოზე გავიცანი ნუციკო, რომელიც არის უმშვენიერესი და უნიჭიერესი გოგონა, ის ლექსებს წერს, მღერის და საოცარი ნიჭის პატრონია. გოგონა საკუთარ ტკივილს, სიხარულს, სიყვარულს გამოხატავს ლექსებითა და მუსიკით. მივესალმები დღევანდელ საღამოს და ამით ბედნიერი ვარ, რომ მეც ვმონაწილეობ ამ საქმეში".
ერთ-ერთი ორგანიზატორის ალექსანდრე ახალკაცის თქმით: "გოგონას სჭირდება კორსეტი და ეტლი, რომელიც საზღვარგარეთ უნდა შეიძინონ".

"ნუცა გავიცანი ერთი თვის წინ. ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემში მისმა ანთებულმა თვალებმა სიკეთით, სითბოთი სავსემ და უნიჭიერესი ბავშვია. მინდა, ვუსურვო, რომ ყოველთვის გვერდით ჰყავდეს საყვარელი ადამიანები და მისი ნიჭიერება თუ გულის ტკივილი გავიზიაროთ თითოეულმა ჩვენგანმა. ვეცადოთ, რომ რაც შეგვეძლება და როგორც შეგვეძლება დავეხმაროთ გოგონას იმ ტკივილის შემსუბუქებაში, რაც მას აწუხებს" - განაცხადა პოეტმა თეა თაბაგარმა.

საღამოს ორგანიზატორები იყვნენ პოეტები: ნატა ვარადა, თეა თაბაგარი და პროზაიკოსი ალექსანდრე ახალკაცი.

შეგახსენებთ, რომ ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია, დაეხმაროს ნუციკოს და მისი მშობლის ელენე კასრაძის ანგარიშზე გადარიცხოს თანხა, ანგარიშის ნომერია: GE66LB0711174495879000

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary