საჯარო ლექცია „ბიო ნარკოტიკის შესახებ“
03 მაისი, 2014
საჯარო ლექცია „ბიო ნარკოტიკის შესახებ“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "ბიო ნარკოტიკის (სინთეტიკური კანაბი) შესახებ" საჯარო ლექცია გაიმართა.


ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" ორგანიზებით ჩატარდა. საჯარო ლექციას "ბიო ნარკოტიკის შესახებ" ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე გაუძღვა.

საჯარო ლექციის ფარგლებში ისაუბრეს, როგორც ბიო ნარკოტიკის, ასევე სხვა ნარკოტიკული საშუალებების ქვეყანაში გავრცელების გამომწვევ მიზეზებსა და ფაქტორებზე, განიხილეს საქრთველოს მდგომარეობა, ისტორიული ფონი, ამ პრობლემის გადაჭრის სავარაუდო გზები და ასევე იმსჯელეს, თუ რა მდგომარეობაა ნარკოდამოკიდებულების მხრივ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

ამ ლექციით არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი" ოფიციალურად იწყებს ანტინარკოტიკულ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სახის აქტივობაა დაგეგმილი. ანტინარკოტიკული კამპანიის სლოგანია - "აირჩიე შენი ალტერნატიული ნარკოტიკი". არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" წარმომადგენელმა ნათია გურულმა განმარტა: "აირჩიე შენი ალტერნატიული ნარკოტიკი" - ამ სლოგანით ყველას მოვუწოდებთ, აირჩონ ნარკოტიკის ალტერნატივა, დაკავდნენ ალტერნატიული ცხოვრებით, ვინაიდან მართლაც ძალიან ბევრი ალტერნატივა არსებობს საქართველოში და თუ არ არსებობს, ჩვენ შეგვიძლია, რომ შევქმნათ. ყველას მოვუწოდებთ, რომ აირჩიონ ჯანსაღი ცხოვრების წესი, სპორტი, ხელოვნება".

მან ასევე აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი" მომავალში ისევ გეგმავს ჩაატაროს მსგავსი ტიპის შეხვედრა, როგორც უნივერსიტეტებში, ასევე მოლაპარაკებების შემდეგ უკვე სკოლებშიც.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary