Art Weekend დაიწყო
03 მაისი, 2014
Art Weekend  დაიწყო ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თავისუფალ უნივერსიტეტში Art Weekend გაიმართა, რომელიც თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლისა და ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტია.


მის ფარგლებში, მაისის ოთხი შაბათ-კვირის განმავლობაში, ჩატარდება საინტერესო და შემეცნებითი ლექციები, რომლებსაც საზოგადოებისთვის ცნობილი ქართველი მოღვაწეები წაიკითხავენ. 

დღევანდელი თემები შეეხებოდა სექსუალურ რევოლუციას ამერიკაში, რომელიც ანა კორძაია-სამადაშვილმა წაიკითხა და ამერიკელ ქალ მწერლებს, რომელსაც ზაალ ჩხეიძე გაუძღვა.


როგორც Art Weekend–ის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნინი გელაშვილმა განაცხადა, Art Weekend–ს არ ექნება ერთჯერადი ხასიათი და ის მომავალ წლებშიც გაგრძელდება, თუკი ახალგაზრდების დაინტერესება მაღალი იქნება: "იდეა კი წინა წლის პროექტის გაგრძელებაა, რომელსაც მხოლოდ ერთჯერადი სახე ჰქონდა. დაინტერესებულ ახალგაზრდებს და არა მარტო ახალგაზრდებს, თავისუფალი უნივერსიტეტი მთელი მაისის შაბათ-კვირის განმავლობაში საინტერესო ლექციებს ჰპირდება და ელოდება დაინტერესებულ აუდიტორიას".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary