ნორჩ მეცინერთა და გამომგონებელთა მე-8 საერთაშორისო ოლიმპიადა „თბილისი მოლში“
03 მაისი, 2014
ნორჩ მეცინერთა და გამომგონებელთა მე-8 საერთაშორისო ოლიმპიადა „თბილისი მოლში“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"თბილისი მოლში" ნორჩ მეცინერთა და გამომგონებელთა მე-8 საერთაშორისო ოლიმპიადა გაიხსნა, რომელზეც წარმოდგენილია 36 ქვეყნის 120 გამოგონება.

ოლიმპიადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გახსნა. ცერემონიალს ესწრებოდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, საელჩოს, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები. 

როგორც "თავისუფალ ასოციაციას" საოლიმპიადო საორგანიზაციო კომიტეტის წევრმა თინათინ ჩხაიძემ განუცხადა, ოლიმპიადის მიზანია ახალგაზრდების ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესება. 

"მოგეხსენებათ, ჩვენთან შესუსტებული იყო ამ საგნების მიმართ დაინტერესება, განსაკუთრებით, მოძიება ისეთი ბავშვების, რომლებიც გამოირჩევიან გამომგონებლური ნიჭით" - აღნიშნა თინათინ ჩხაიძემ და დასძინა, რომ ღონისძიების მიზანია მათთვის მხარდაჭერის აღმოჩენა, რათა პრაქტიკულად განახორციელონ თავიანთი იდეები. მისი თქმით, ქართველ ბავშვებს საშუალება ეძლევათ, წავიდნენ და მონაწილეობა მიიღონ მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავს ღონიძიებებში.

ოლიმპიადაში მონაწილეობას იღებენ სკოლის მოსაწავლეები ევროპიდან, აზიიდან, ამერიკიდან და აფრიკიდან. ჩამოსული სტუმრების უმეტესობა კი ქართველი ბავშვების ოჯახებში ცხოვრობენ.
ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ევროკავშირის წარმომადგენლობა.

ოლიმპიადა 5 მაისს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში მონაწილეთა საზეიმო დაჯილდოების ცერემონიით დასრულდება.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary