დედაენის ბაღში უკვე მეორე Tbilisi Flea Market-ი (თბილისის "ძველმანების ბაზარი") გაიმართა.
Tbilisi Flea Market-ის ღნისძიებაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. თბილისის "ძველმანების ბაზარზე" მონაწილეებს, ძირითადად, გამოტანილი ჰქონდათ ნივთები, რომლებიც უკვე აღარ სჭირდებოდათ და ასევე ნივთები, რომელთა ყიდვაც მაღაზიებში შეიძლება, უკვე ვეღარ მოახერხოთ.
თიკო მამუკაშვილმა დღეს პირველად გამოიტანა თავისი ნივთები გასაყიდად, რადგანაც წინა Tbilisi Flea Market-ის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა: "ნივთების გამოტანა გადავწყვიტეთ, რადგან ბევრი ისეთი რაღაც გვქონდა სახლში, რაც ჩვენ აღარ გვინდოდა. ჩვენ არ გვინდა, იქნებ სხვას მოეწონოს და იყიდოს. გამოვიტანეთ ყველაფერი ნამცხვრებიდან დაწყებული ქამრებით დამთავრებული, ბიჟუტერია, ტანსაცმელი. თუ კიდევ ჩატარდება მსგავსი ღონისძიება, აუცილებლად გამოვალთ უკვე სხვა ნივთებით".
Tbilisi Flea Market-ის ორგანიზატორს ქეთი მანგოშვილს იმედი აქვს, რომ ამ ღონისძიების ჩატარება ერთგვარ ტრადიციად ჩამოყალიბდება. "Flea Market-ი მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში მიღებული ფორმაა, ბოლოს ბერლინში ვიყავი და ძალიან მომეწონა, ამიტომ მინდოდა, თბილისშიც გამეკეთებინა მსგავსი რამ. პირველი იყო დაახლოებით ერთი თვის წინ, ბევრი ხალხი მოვიდა, ძალიან მოეწონათ და მეორედაც გავაკეთეთ. ხალხი დაინტერესებულია, რადგანაც გარდა იმისა, რომ გასაყიდად გამოაქვთ ნივთები, რომლებიც აღარ სჭირდებათ, სასიამოვნო დროს ატარებენ. ამიტომ იმედი გვაქვს, კიდევ მოვაწყობთ Tbilisi Flea Market" - განაცხადა ქეთი მანგოშვილმა.