უფასო საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ტალინში
04 მაისი, 2014
"დიდუბე პლაზაში" შპს "edu guide"-ს მხარდაჭერითა და ორგანიზებით ინფო–სესია გაიმართა ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე სწავლის მსურველთათვის.

ინფო–სესიაზე დასწრება უფასო იყო და მის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, შეხვედროდნენ ტალინის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები უნივერსიტეტში ჩაბარების, სწავლის საფასურისა და კურიკულუმის შესახებ.

"ტალინის უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი პროგრამების შესახებ ამ ინფო–სესიის პროგნოზიდან შევიტყვე, სადაც ნათქვამი იყო ინგლისურის ტესტის შესახებაც, რომლის ჩაბარება დღეს ინფო–სესიის ფარგლებში შეიძლებოდა და მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში TOEFL ან IELT–ის ჩაბარება აღარ იქნება საჭირო. ეს ინფო–სესიის კიდევ ერთი დიდი პლუსია უნივერსიტეტის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღებასთან ერთად" - აღნიშნა ინფო–სესიის ერთერთმა მონაწილემ ჩვენთან საუბრისას.


დღეს ასევე შესაძლებელი იყო უნივერსიტეტში მიღებისთვის აუცილებელი აპლიკაციის შევსება და საბუთების ჩაბარება, რითაც აპლიკანტები დაზოგავდნენ საბუთების გადაგზავნისა და ნოტარიული დამოწმების დამატებით ხარჯებს.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary