ტრენინგი ,,პროექტების წერის ტექნიკები“
04 მაისი, 2014
ტრენინგი ,,პროექტების წერის ტექნიკები“ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის ინიციატივით ტრენინგი ,,პროექტის წერის ტექნიკები" ჩატარდა.

ტრენინგ კურსი შეიცავდა, როგორც თეორიულ, ასევე ინტენსიურ პრაქტიკულ სწავლებას, რამაც ხელი შეუწყო მონაწილეებში იმ საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რომელიც აუცილებელია ეფექტური პროექტების წერისათვის. 

მეცადინეობა მოიცავდა პროექტების წერის საერთაშორისო სტანდარტებით სწავლებას, ასევე პროექტის მოცულობის, დროისა და ბიუჯეტის ეფექტურად დაგეგმვას. 

,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, ჩაეტარებინათ ტრენინგი პროექტების წერაში. დაინტერესებულ სტუდენტებს ტრენინგში მონაწილეობისათვის უნდა გამოეგზავნათ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი. ტრენინგისთვის შეირჩა საუკეთესო სტუდენტები, ჩატარდა 12-საათიანი ტრენინგი, რომელიც ორ დღეზე იყო გადანაწილებული. არაჩვეულებრივი სტუდენტები დაესწრნენ და გაიარეს პროექტების წერის მახასიათებლები, როგორ უნდა შექმნან და წერონ პროექტები, რა არის მნიშვნელოვანი თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ასევე თითოეულმა მონაწილემ ჯგუფურად შექმნა პროექტი, რომელსაც მივაწოდებთ ილიაუნის ადმინისტრაციას და დაინტერესების შემთხვევაში განხორციელდება კიდეც" - განაცხადა ტრენერმა ლანა ჩხარტიშვილმა.

ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეებს დამოუკიდებლად შეუძლიათ, განსაზღვრონ და დაიცვან ყველა საერთაშორისო სტანდარტი, რაც აუცილებელია, როგორც საგრანტო, ასევე ბიზნესპროექტების შედგენისათვის.

ტრენინგის მონაწილის ნუცა პაპიაშვილს თქმით, ,,პირადად მე, მომხრე ვარ ისეთი ტრენინგების ხშირად ჩატარებისა, როგორიც არის "პროექტის წერის" ტრენინგი. ამ ორი დღის განმავლობაში მე ვისწავლე, როგორც პროექტის წერის ტექნოლოგია, ასევე შევისწავლე პროექტის ბიუჯეტის სწორად გადანაწილება და პროექტის წერის თანამედროვე მეთოდები. მე მივიჩნევ, რომ ტრენინგი იყო მრავლისმომცველი, საინტერესო და სახალისო. თამაშებს, რომლებიც ჩვენ შევასრულეთ, ჰქონდა სულ სხვა დატვირთვა, ისინი ჩვენ დაგვეხმარნენ თეორიულად ნასწავლი პრაქტიკაში გამოგვეყენებინა, რაც იყო შთამბეჭდავი".

"დიდი ინტერესით ველოდებოდი ტრენინგს. ჩემი მოლოდინი გამართლდა. ტრენინგი იყო ინფორმაციული სახის და ყველაზე ნაყოფიერად გატარებული შაბათ-კვირა ჩემს ცხოვრებაში. ამიტომაც თუ მექნება ახალი საპროექტო იდეა, აუცილებლად დავწერ პროექტს".

ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ მხოლოდ ილიაუნის სტუდენტებს.










გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary