Diplomats For Children - გაიღე სისხლი უანგაროდ
05 მაისი, 2014
Diplomats For Children - გაიღე სისხლი უანგაროდ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"ახალგაზრდა დიპლომატთა ალიანსის" ორგანიზატორობით პროექტის "Diplomats For Children" ფარგლებში ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ღონისძიება გაიმართა.


პროექტს პარტნიორობას საქართველოს უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამედიცინო უნივერსიტეტი, საავიაციო უნივერსიტეტი და სხვები უწევდნენ.
ღონისძიებაში მრავალი ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას, ბევრი იყო ისეთი, ვინც ვერ შეძლო გარკვეული მიზეზების გამო სისხლის ჩაბარება, თუმცა, მათ მაინც მიეცათ შანსი, მოხალისეებად ჩართულიყვნენ Diplomats For Children-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში და ამ სახით დახმარებოდნენ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს. 

ანასტასია ამირეჯიბმა პირველად ჩააბარა სისხლი, რადგან წელს გახდა სრულწლოვანი: "ძალიან მიხარია, რომ შანსი მაქვს და ვეხმარები ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, მეგობრებსაც გავაგებინე ამ ღონისძიების შესახებ. ჩემი აზრით, ყველამ, ვისაც შეგვიძლია, უნდა მივიღოთ მონაწილეობა, რადგან ეს მცირედია, რისი გაკეთებაც ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია".

Diplomats For Children ღონისძიებების ორგანიზატორი ლაშა ბახუტაშვილი კმაყოფილია დაინტერესებით, რომელსაც საზოგადოება, ძირითადად, კი ახალგაზრდობა იჩენს. "დიდი იმედი მაქვს, რომ შემდეგი ღონისძიებებიც ასეთივე წარმატებული იქნება, დღეს დაახლოებით ორმოცმა ახალგაზრდამ ჩააბარა სისხლი, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია და დაეხმარება ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს" - განაცხადა ლაშა ბახუტაშვილმა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary