შემეცნებითი პროექტის „თაობა L“ დაჯილდოება
05 მაისი, 2014
შემეცნებითი პროექტის „თაობა L“ დაჯილდოება ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემეცნებით-ლიტერატურული კონკურსის "თაობა L" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც გამოვლინდა გამარჯვებული.


ეს პროექტი ყველა სტუდენტისათვის 10 მარტს დაიწყო და ორი თვის განმავლობაში ტარდებოდა. პროექტის იდეა თბილისის სახელმწიფო უივერსიტეტის სტუდენტებს თორნიკე აბაშიძესა და ლაშა ციბაძეს ეკუთვნით, რომელსაც უნივერსიტეტი და გამომცემლობა "პალიტრა L" ერთობლივად ახორციელებდნენ.

პროექტში 350 სტუდენტი იყო ჩართული, კონკურსანტები 4-5დღის ინტერვალით პროექტისათვის შერჩეულ წიგნებს კითხულობდნენ და შემდეგ მათთვის მომზადებულ ტესტებს წერდნენ. პროექტს კონსულტაციას ლევან ბერძენიშვილი უწევდა, რომელმაც გამომცემლობა "პალიტრა L"-ის სერიული გამოცემებიდან საკონკურსოდ სხვადასხვა ჟანრისა და სტილის წიგნები შეარჩია.

"პალიტრა L"–ის წარმომადგენელმა მაკა კევლიშვილმა "თავისუფალ ასოციაციას" განუცხადა, რომ პროექტის მიზანი ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობაა: "კონკურსი მიზნად ისახავდა სდუდენტებში წიგნის კითხვის პოპულარიზაციას, ამ შემთხვევაში გამომცემლობისა და უნივერსიტეტის ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს. აღმოჩნდა, რომ ეს უნივერსიტეტისთვისაც პრიორიტეტულია, როგორც გამომცემლობისთვის და გავუკეთეთ ორგანიზება ამ არაჩვეულებრივ პროექტს "თაობა L". 

პროექტის გამარჯვებული გახდა ანანო ასპანიძე, რომელმაც "პალიტრა L"-ის მიერ დაწესებული მთავარი პრიზი 1000 ლარი მიიღო. მისი თქმით, ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და ის მოელოდა გამარჯვებას: "ძალიან მნიშვნელოვანია პროექტი "თაობა L" იმიტომ, რომ ხომ არიან ისეთი ადამიანები, რომ გეუბნებიან, რატომ კითხულობ, რას გაძლევს წიგნის კითხვა, ახლა თამამად შემიძლია, მათ ვაჩვენო 1000 ლარი. მიყვარს წიგნების კითხვა. გამარჯვებას მოველოდი, მაგრამ ცოტა მეშინოდა, რადგან ფინალში ქულები განულდა და ისე კარგად ვერ დავწერე. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ გავიმარჯვე და ძალიან ბედნიერი ვარ".

დაჯილდოებაზე ასევე საჩუქრები გადაეცათ პროექტის ავტორებსა და კონკურსის მონაწილეებს. დაჯილდოების ბოლოს ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია გაიმართა, რომელიც ეხებოდა პროექტისთვის შერჩეულ 10 წიგნს.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary