ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო ცენტრმა "ემერიტუს ტრენინგმა" თემაზე - "პიარი ბიზნესში და კომპლექსური გაყიდვები" ტრენინგი ჩაატარა.
შეხვედრა მომავალ ეკონომისტთა სტუდენტური კლუბის ინიციატივით გაიმართა.
სტუდენტებს პიარის შესახებ ესაუბრა "თეგეტა მოტორსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი დიანა ველენგურსკაია. მან აგრეთვე ისაუბრა ბიზნესში მედიის როლზე, სხვადასხვა ტექნიკაზე, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია სხვადასხვა მედიასაშუალების დაინტერსება.
ტრენინგს ესწრებოდა გაყიდვების კონსულტანტი და ტრენერი გუგა კობახიძე. ის სტუდენტებს გაყიდვების ტექნიკებისა და მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა: "ადამიანი, რომელსაც შეუძლია, რომ კარგად გაყიდოს, ის წარმატებულია, როგორც პირადად, ასევე ორგანიზაციისთვის. შესაბამისად, მას არასოდეს უჭირს სიახლისკენ ნაბიჯის გადადგმა, მას არ უჭირს სამსახურის შოვნა".
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო სტუდენტებისთვის სწავლების იმ მეთოდების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომელსაც ემერიტუსის ტრენერები პროგრამაში მონაწილეებს სთავაზობენ. ტრენერ გუგა კობახიძის თქმით: "რატომ მაინცდამაინც ემერიტუსი? - არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ ვინ იქნებით მომავალში, იურისტი, ფინასისტი, ბუღალტერი, ერთხელ მაინც აუცილებლად დაგჭირდებათ ის, რასაც აქ ისწავლით, ერთხელ მაინც მოგიწევთ ადამიანთან ერთი ერთზე მოლაპარაკება, გასაუბრებაზე მისვლა. ჩვენ გასწავლით ეფექტურ ბიზნესკომუნიკაციებს. გასწავლით, როგორ დატოვოთ სხვებზე დადებითი შთაბეჭდილებები და როგორ მიჰყიდოთ სხვას საკუთარი თავი. ჩვენი ტრენინგი დაგეხმარებათ, უკეთესად დაისახოთ მიზნები და სწორად განსაზღვროთ გეგმა".