თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომღერალ გიორგი ტიგინაშვილის საღამო გაიმართა, რომელიც თსუ–ს სტუდენტური თვითმმართველობისა და თსუ–ს კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა.
მომღერალმა თავისი რეპერტუარიდან თითქმის ყველა სიმღერა შესთავაზა მაყურებელს.
"მინდა, სულში ჩაგიძვრეთ თითოეულ თქვენგანს და არ მინდა "კლეტკებიდან" გელაპარაკოთ. აქ რომ მოვდიოდი, ვფქრობდი, რომ თბილისში ასეთი საღამო დიდი ხანია არ ჩატარებულა. არ ვარ ამპარტავანი, მაგრამ ნამდვილად ასეა. ამბობენ, რომ შოუბიზნესი მოკვდა, თუმცა, მე არც შოუ მაინტერესებს და არც ბიზნესი, მთავარია ეს ბედნიერება, რასაც მე ვგრძნობ, თქვენ გაგიზიაროთ" - აღნიშნა მომღერალმა.
კონცერტზე მიწვეული იყო ახალგაზრდა მომღერალი, ჯეოსტარის გამარჯვებული ლუკა ზაქარიაძე, რომელმაც მაყურებელს ორი ინგლისურენოვანი სიმღერა შესთავაზა.
სიმღერასთან ერთად გიორგი მაყურებელს ესაუბრებოდა თავის გრძნობებსა და გულწრფელობაზე. მისი თქმით, გრძნობაზე კარგი არაფერია. "სიამოვნება და გრძნობა სხვადასხვა რამეა და არ მინდა, ერთმანეთში ავურიოთ: "უნდა იყო ფხიზელი, რომ არასდროს დაკარგო ნაგრძნობი წუთი, ამიტომ არის სიფხიზლე კარგი".