ევროკავშირის კვირეული – შეხვედრა სტუდენტებთან
07 მაისი, 2014
    ევროკავშირის კვირეული – შეხვედრა სტუდენტებთან ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის კვირეულის ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრის ორგანიზატორი ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი იყო. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე გოცაძე და ლიტვის ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომლის დროსაც განსაკუთრებით აქტიურობდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია "ლიდერთა კლუბის" წევრები. სტუდენტ ლაშა თაკალანძის თქმით, "ჩემი შეკითხვა იყო: რამდენად პოზიტიურად იმოქმედებს უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან სტუდენტებისთვის განათლების მიღებაზე ევროკავშირის ქვეყნებში? პასუხი შემდეგი იყო: არსებობს მრავალი სახის გაცვლითი პროგრამები ევროკავშირში, როგორიცაა: ერასმუსი და ა. შ. ანუ უვიზო რეჟიმი უშუალოდ სტუდენტებს გადასცემს დივიდენდებს, მაგრამ ასოცირებული ქვეყნების სტუდენტებს ნაკლები ბენეფიტები გადაეცემათ ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტებისგან განსხვავებით".

მარიამ გამეზარდაშვილის კითხვა შემდეგში მდგომარეობდა: რამდენად ღიაა სამინისტრო ახალგაზრდული პროექტებისა და ინიციატივებისათვის? მინისტრის განცხადებით, ისინი მზად არიან, ყველა ახალგაზრდას დაეხმარნონ ინიციატიების განხორციელებაში.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary