საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა
07 მაისი, 2014
 საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"ახალგაზრდა დიპლომატთა ალიანსის" ორგანიზატორობით პროექტის  Diplomats For Children ფარგლებში ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ღონისძიება გაიმართა.


პროექტს მხარს "დონორთა კლუბი", "საზოგადოებრივი აზრი", "JCI საქართველო", "ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგა", "ევროპელ დიპლომატთა ასოციაცია" და უნივერსიტეტები: საქართველოს უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამედიცინო უნივერსიტეტი, საავიაციო უნივერსიტეტი უწევდნენ. 

გამოფენა-გაყიდვა სიონის ბაღში გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სკოლის მოსწავლეების, სტუდენტებისა და სხვა მოხალისეების ნამუშევრები. ამავე პროექტის ფარგლებში ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად რამდენიმე დღის წინ გაიმართა სისხლის ჩაბარების აქცია, სადაც მსურველებს შეეძლოთ უანგაროდ სისხლის გაღება.

მერი ავსაჯანიშვილმა სისხლიც ჩააბარა და გადაწყვიტა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაშიც მიეღო მონაწილეობა: "ძალიან მიხარია, რომ ვეხმარები პატარებს, დღეს აქ მოვედი, რომ დამეთვალიერებინა ნამუშევრები და შემეძინა, ყველაფერი ძალიან კარგადაა ორგანიზებული, უბრალოდ, ვისურვებდი, უფრო მეტი ადამიანი იყოს დაინტერესებულიყო ასეთი ტიპის ქველმოქმედებით, როგორც ხედავთ, ძალიან ცოტა ხალხია შეკრებილი. ვისურვებდი, შემდეგ ღონისძიებაზე უფრო მეტ ახალგაზრდას მიეღო მონაწილეობა".

Diplomats For Children-ის ღონისძიებების საორგანიზაციო გუნდი კმაყოფილია დაინტერესებით, რომელიც საზოგადოებამ, უფრო მეტად კი ახალგაზრდობამ გამოიჩინა. 

"მიუხედავად იმისა, რომ დაინტერესება სისხლის ჩაბარების აქციაზე უფრო დიდი იყო, კმაყოფილები ვართ ჩატარებული ღონისძიებებით და ვიმედოვნებთ, რომ შემდეგი პროექტები, Diplomats For Children-ის ფარგლებში გამართული, უფრო დიდი და მასშტაბური იქნება" - განაცხადა ლაშა ბახუტაშვილმა.






გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary