SAPERE AUDE
07 მაისი, 2014
                                                             SAPERE AUDE ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია "ლიგამუსში" მოხსენებათა ციკლი დაიწყო, რომელიც ამავე უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიგა ზედანიამ თემით – "რა რჩება განმანათლებლობისაგან?" გახსნა.

შეხვედრაზე განიხილეს ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსის ემანუელ კანტის ესე – "რა არის განმანათლებლობა?". "SAPERE AUDE" ლათინური გამოთქმაა და ნიშნავს – "გაბედე იცოდე", კანტი მოცემულ ფრაზას მთელი განმანათლებლობის პერიოდის დევიზად მიიჩნევს და განმანათლებლობის ცნების განმარტებაშიც იშველიებს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ილიაუნის სტუდენტის ლილე ყაზაიშვილის თქმით: "დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი საჯარო დისკუსიების, ლექციების მოწყობა. საბედნიეროდ, ილიას უნივერსიტეტი ყოველთვის გამოირჩევა იმით, რომ ამ სივრცეში ხდება საზოგადოებისთვის აქტუალური და პრობლემატური საკითხების საინტერესოდ გააზრება. "SAPERE AUDE" პროექტი წარმოადგენს სტუდენტურ ინიციატივას, რომელიც სწორედ განმანათლებლური დისკუსიების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად". 

"SAPERE AUDE" არის სტუდენტური პროექტი, რომლის ფარგლებშიც ყოველ ოთხშაბათს გაიმართება ღია ლექციები და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს თავისუფლად შეეძლება.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary