"მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს" თსუ-ში
15 ივნისი, 2013
"მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს" თსუ-ში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
15 ივნისს თსუ-ს მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში მოეწყო თინათინ გურჩიანის დოკუმენტური ფილმის "მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს" ჩვენება.

ფილმი არაერთი საერთაშორისო ფესტივალის პრიზიორია, 2013 წელს სანდენსის საერთაშორისო ფესტივალზე მსოფლიო დოკუმენტური კინოს ნომინაციაში სურათი დაჯილდოვდა პრიზით საუკეთესო რეჟისურისათვის, ასევე ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე სამ საუკეთესო ნამუშევარს შორის დასახელდა. სურათმა მთავარი პრიზები აიღო ბრაზილიის, ბულგარეთისა და ჩერნოგორიის საერთაშორისო ფესტივალებზე.

ფილმის დასრულების შემდეგ მაყურებელი ემოციებს ვერ მალავდა. ჩვენების დასასრულს სტუდენტების შეკითხვებს რეჟისორმა თინათინ გურჩიანმა უპასუხა.

"მინდოდა მეჩვენებინა, რომ რეალური ისტორიები, რაც ჩვენ ირგვლივ ხდება, უფრო საინტერესოა, ვიდრე მხატვრულ კინოში მოგონილი ისტორიები" – აღნიშნა ფილმის რეჟისორმა თინათინ გურჩიანმა.

რეჟისორმა ასევე ისაუბრა მხატვრული და დოკომუნტური ფილმების სპეციფიკაზე. "განსხვავება ის არის, რომ ბევრად უფრო მძიმეა, როდესაც ნამდვილ ისტორიებს ეხები და პასუხისმგებლობაც ბევრად მეტია ამ გმირების მიმართ".

ფილმის ჩვენება უკვე ბევრ უნივერსიტეტში გაიმართა. შემდეგ კვირას პრეზენტაცია კავკასიის ბიზნესსკოლაში შედგება.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary