სტუდენტური თვითმმართველობის წინასაარჩევნო შეხვედრა თსუ-ში
08 მაისი, 2014
სტუდენტური თვითმმართველობის წინასაარჩევნო შეხვედრა თსუ-ში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ს სტუდენტური ფორუმის ორგანიზებით, სტუდენტებისა და დელეგატების შეხვედრა გაიმართა.


დაინტერესებულ სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, წარმოედგინათ საკუთარი პროგრამები და ხედვა სტუდენტური თვითმმართველობის განვითარებაზე. შეხვედრას ჰუმანიტარული და იურიდიული ფაკულტეტების დელეგატები ესწრებოდნენ. ამჟამინდელი თვითმმართველობის ოპოზიციონერები აცხადებდნენ, რომ აუცილებელია თვითმმართველობის შეცვლა და ამ არჩევნებში სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობა. დელეგატების თქმით, თვითმმართველობა ფინანსებს მხოლოდ "ივენთების" გასაკეთებლად ხარჯავს და დამატებით სტიპენდიებსა და წიგნების შეძენაზე არ ფიქრობს. საუბრისას მათ ახსენეს, რომ ხარჯთაღრიცხვა უნდა იყოს გამჭვირვალე, თუმცა, ეს ინფორმაცია დამალულია. თვითმმართველობის წევრობის კანდიდატების თქმით, შეხვედრა დადებითად შესაფასებელია და მნიშვნელოვანია მომავალში მსგავსი ღონიძიებების დაგეგმვა. "ძალა ერთობაშია" - ამ სიტყვებით მოუწოდეს კანდიდატებმა სტუდენტებს გაერთიანებისკენ.

ალექსანდრე ახალკაცი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მესამე კურსის სტუდენტია. მან აღნიშნა, რომ ბიუჯეტის გამო კრიტიკა თსუ-ს ადმინისტრაციას ეკუთვნის და არა სტუდენტურ თვითმმართველობას.

თსუ-ს სტუდენტური ფორუმის წარმომადგენელი ნიკოლოზ მეტრეველი ფიქრობს, რომ ხარვეზების მიუხედავად, უნივერსიტეტში წინსვლის ტემპი მაინც შეინიშნება.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary