„სტუდენტური დღეები 2014“ დაიწყო
08 მაისი, 2014
„სტუდენტური დღეები 2014“ დაიწყო ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ვარდების მოედანზე პროექტის "სტუდენტური დღეები 2014 ევროპული მომავლისთვის" საზეიმო გახსნის ცერემონიალი და კონცერტი გაიმართა.


ღონისძების ოფიციალურად გახსნის ცერემონიალს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრნენ, რომლებმაც მონაწილე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტური თვითმმართველობების პრეზიდენტებს სტუდენტურ დღეებში მონაწილეობისათვის სიგელები გადასცეს.

"მინდა, მოვულოცო დღევანდელი დღე სტუდენტებს, რადგან ეს არის პრეცედენტი, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მოახერხა და 47 სასწავლებელი გააერთიანა. სტუდენტური დღეების ფარგლებში ერთი თვის განმავლობაში გაიმართება შემოქმედებითი, კულტურული სანახაობა და, რაც ყველაზე მთავარია, სტუდენტური დღეები რეგიონებშიც გავიდა. ოთხი რეგიონული ქალაქი: ბათუმი, ჭიათურა, და ხობი უმასპინძლებს სტუდენტურ დღეებს" – განაცხადა ლევან ყიფიანმა.

როგორც ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა სალომე სადინაძემ აღნიშნა, სტუდენტური დღეები სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების ერთმანეთთან დაახლოებას შეუწყობს ხელს: "ექვთიმე თაყაიშვილის სასწავლო უნივერსიტეტი უკევ მეოთხე წელია მონაწილეობს სტუდენტურ დღეებში. მე მივიჩნევ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ეცნობიან ერთმანეთს და განხორციელებულ პროექტებში დიდ გამოცდილებას იძენენ".

სტუდენტური დღეების გახსნის ცერემონიალის შემდეგ ჯგუფი "ფრანის" კონცერტი გაიმართა.

საქართველოში ,,სტუდენტური დღეები"-ს განხორციელებას მრავალწლიანი ისტორია აქვს. 2005 წლიდან პროგრამა შეჩერებული იყო, ხოლო 2011 წელს სტუდენტური ფესტივალი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით აღადგინეს.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary