დავიწყებული პოლიტიკური მემკვიდრეობა
09 მაისი, 2014
დავიწყებული პოლიტიკური მემკვიდრეობა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"ახალგაზრდა სოციალისტების" პოლიტიკური მდივნის სალომე ადამიას ორგანიზებით საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - "დავიწყებული პოლიტიკური მემკვიდრეობა".

მომხსენებელი იყო ისტორიკოსი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი.

მან ისაუბრა ჩვენს პოლიტიკურ ცნობიერებაზე, განვლილ გზებზე, ქართველი ერის წინაშე მდგარ გამოწვევაზე, იმაზე, თუ როგორია ჩვენი განვითარების დონე და ჩვენი არჩევანი.

ირაკლი ხვადაგიანმა მოკლე ისტორიული მიმოხილვა გააკეთა საბჭოთა კავშირში საქართველოს მდგომარეობაზე, როგორც მან აღნიშნა, ერთ–ერთი კვლევის დროს აღმოაჩინა, რომ 1917 წლიდან 1921 წლამდე ისტორიული ინფორმაცია არ მოიპოვებოდა ბიბლიოთეკის არქივში.

გარდა ამისა, მომხსენებელმა 1937–1938 წლებში საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატების ფოტოები წარმოადგინა, რომლებიც რეპრესიის მსხვერპლნი გახდნენ და გააცნო მსმენელებს თითოეული დეპუტატის ვინაობა და საქმიანობა.

ისტორიკოსმა დამსწრე საზოგადოებას მისი ახალი პროგრამა წარუდგინა. პროექტის მიზანია საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების ისტორიის კვლევა, კრების დეპუტატების ბიოგრაფიისა და მათი საქმიანობის შესწავლა. კვლევის პროცესში გამოიკვეთა, თუ რამდენად საჭირო და ღირებულია, ვიცოდეთ, ვინ იყო პირველი რესპუბლიკის პოლიტიკური ელიტა, მმართველი ძალა, რა ღირებულებები ჰქონდათ, რა სამუშაო შეასრულეს ამ პოლიტიკის განსახორციელებლად 1918–1921 წლამდე და საბჭოთა კავშირის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, როგორ განვითარდა მათი საქმიანობა, ვინ რა გადაწყვეტილება მიიღო, ყოველივე ამის ცოდნა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ლექციის ბოლოს საუბარი კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary