საინფორმაციო შეხვედრა უმაღლესი განათლების კანონში შემავალ ცვლილებებთან დაკავშირებით
15 ივნისი, 2013
საინფორმაციო შეხვედრა უმაღლესი განათლების კანონში შემავალ ცვლილებებთან დაკავშირებით ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა უმაღლესი განათლების კანონში შემავალი ცვილილებების შესახებ.
შეხვედრას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები გიგა ზედანია და თათა ცოფურაშვილი უძღვებოდნენ.
შეხვედრაზე ის ცვლილებები განიხილეს, რომელთა გატარებას საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა გეგმავს უმაღლესი განათლების კანონში. აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ კანონში შეტანილი ცვლილებები არასწორია და უნდა მოხდეს მისი გაფილტვრა.
"რექტორს არ უნდა ნიშნავდეს პრემიერმინისტრი. უნდა იყოს ისეთი სისტემა, რომლითაც სამართლიანად მოხდება თუნდაც პროფესორებისა და ლექტორების დანიშვნა. თუ პრემიერმინისტრი ჩაერევა უნივერსიტეტის ავტონომიაში და ის დანიშნავს რექტორებს, მაშინ უნივერსიტეტი დაკარგავს ავტონომიას და ის გახდება პოლიტიზირებული" - აღნიშნა მესამე კურსის სტუდენტმა ნიკა გვარამაძემ.
"ის ცვლილებები, რომლებიც ეხება უნივერსიტეტს, ასევე ეხება თითოეულ სტუდენტს. თუ ეს ცვლილებები გატარდება კანონში, მაშინ სტუდენტები ნუ იფიქრებენ, რომ ისინი იმავე უნივერსიტეტში დაბრუნდებიან, რომელშიც სწავლობდნენ" - განაცხადა თათა ცოფურაშვილმა.
შეხვედრას ესწრებოდა უნივერსიტეტის ლექტორების დიდი ნაწილი.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary