თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
კახა კუკავამ განმარტა, თუ როგორი სამართლებრივი რეფორმა უნდა გატარდეს საქართველოში.
თბილისის მერობის კანდიდადტმა ჩამოთვალა იმ რეფორმათა ნუსხა, რომელიც მისი აზრით , აუცილებელია რომ გატარდეს, რათა შეიცვალოს ის არსებული სისტემა, რომელიც დღევანდელი სამართალდაცვის სფეროშია.
როგორც კახა კუკავამ განაცხადა: "საჭიროა, შეიცვალოს მოსამართლეთა არჩევის წესი, როგორც სააპელაციო, ისე უზენაეს სასამართლოებში და ეს ნორმა უნდა შევიდეს პარლამენტის უახლოეს არჩევნებამდე".
მისივე თქმით, უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი პროკურორის ინსტიტუტი, რომლის ზემდგომი არ იქნება მთავარი პროკურორი. ის შეეხო პოლიციის რეფორმასაც: "თუ გვინდა, რომ აღარ მოხდეს მოსმენა, ქვეყანაში უნდა გაუქმდეს სუს-ის დეპარტამენტი, რადგან ის არის მემკვიდრე სოდ-ისა და კუდ-ისა, რომელთა გაერთიანების შემდეგ მოხდა ამ დეპარტამენტის შექმნა".
სტუდენტის შეკითხვაზე, თუ როგორ მოახერხებს კახა კუკავა ზემოთ აღნიშნული რეფორმების გატარებას, მან უპასუხა, რომ ეს დღევანდელი პრეზენტაცია არ შედის თვითმმართველების საარჩევნო პროგრამაში. თუმცა, თუ თვითმართველობის არჩევნებში შესაბამისი შედეგი დადგება, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შესაძლებელი გახდება ამ რეფორმების გატარება.