პრემიერმინისტრის შეხვედრა სტუდენტებთან
15 მაისი, 2014
პრემიერმინისტრის შეხვედრა სტუდენტებთან ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
განათლების საერთაშორისო ცენტრი პრემიერმინისტრის ინოვაციური პროექტების ფარგლებში დაარსდა და მიზნად ისახავს საერთაშორისო სტანდარტების კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების მომზადებას.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ნათლად ისაუბრა იმ პროგრამების შესახებ, რომლის განხორციელებასაც ცენტრი გეგმავს. ესენია: სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დაფინანსება; საზღვარგარეთ მცხოვრები მეცნიერებისა და პრაქტიკოსების მოწვევა საქართველოში; საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამა.

,,მე ძალიან მიხარია, რომ ამდენ სტუდენტს ვხედავ. ამ პროექტის განხორციელების შემდეგ ქვეყანას ეყოლება ახალი ტიპის სპეციალისტები, თაობა, რომელიც თავის ცოდნას მოახმარს სახელმწიფოს. ძალიან პერსპექტიულია სახელმწიფო, რომელსაც ჰყავს განათლებული ახალგაზრდები'' - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა რეგიონებიდან ჩამოსულ სტუდენტებზე: ,,ჩვენი მიზანია რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის სტუდენტური საცხოვრებლის აშენება, ამ შემთხვევაში მშობელს აღარ შეეშინდება იმისა, რომ მის შვილს საცხოვრებელი არ ექნება ქალაქში".

საუბრის დასასრულს პრემიერმინისტრმა აღნიშნა: ,,მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს ექნებათ კარგი მომავალი, ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ და მივაღწევთ წარმატებას!"

შეხვედრას ესწრებოდა საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ეკატერინე ქარდავა, მისი ინფორმაციით, ინიციატივის ერთერთი მიზანი სტაჟირების გავლაა საჯარო სექტორებში: ,,სტაჟირება იქნება 6-თვიანი და თითოეული მათგანი მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს".

სამაგისტრო, სადოქტორო და საჯარო მოხელეთა გადამზადების პროგრამებზე საბუთების მიღება ხორციელდება: 2014 წლის 7 მაისიდან 7 ივნისამდე (დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: www.iec.gov.ge).

სტუდენტებისთვის საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთმა სტუდენტმა მარიამ გვარამიამ განაცხადა: ,,მივესალმები პრემიერის ამ ინიციატივას, მიმაჩნია, რომ სტუდენტები აუცილებლად უნდა გავიდნენ საზღვრებს გარეთ და იქ მიიღონ განათლება, თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კარგი იქნებოდა თუ ამგვარი პროგრამა ბაკალავრებისთვისაც იქნებოდა ხელმისაწვდომი".

შეხვედრაზე 27 უნივერსიტეტის რექტორმა მოაწერა ხელი მემორანდუმს.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary