თამარ რუხაძის შეხვედრა სტუდენტებთან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
15 მაისი, 2014
თამარ რუხაძის შეხვედრა სტუდენტებთან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი თამარ რუხაძე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალ ჟურნალისტებს შეხვდა.

მან დეტალურად გააცნო სტუდენტებს ქარტიაში შემავალი ეთიკის პრინციპები.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. 

"ჟურნალისტის რეპუტაცია ძალიან მყიფეა. პატარ-პატარა ნაწილებისგან შედგება. კარგი სტატიის წერა შენი პროფესიის ნაწილია. ერთმა შეცდომამ შეიძლება წლობით ნაშენები კარიერა დაგინგრიოს. ჩვენი შეცდომების მთავარი ხაზი გადის ეთიკაზე" - განაცხადა თამარ რუხაძემ.

ქარტია 2009 წელს დაფუძნდა. მას 136-მა ჟურნალისტმა მოაწერა ხელი. ქარტია ეფუძნება ევროპის საბჭოს "ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის" მე–10 მუხლსა და "ჟურნალისტების საერთაშორისო ფედერაციის" მიერ აღიარებულ "ჟურნალისტების ქცევის პრინციპების დეკლარაციას". ეს პრინციპები პროფესიული ქცევის სტანდარტად დამკვიდრდა იმ ჟურნალისტებისთვის, რომლებიც მოიპოვებენ, გადასცემენ და ავრცელებენ ინფორმაციასა და კომენტარებს მიმდინარე მოვლენებზე.

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტის ლიზი ელისაშვილის თქმით: "ვფიქრობ, რომ მსგავსი შეხვედრა ნაყოფიერია ჩემთვის, როგორც მომავალი ჟურნალისტისთვის. გავეცანით ქარტიაში შემავალ 11 პუნქტს, რომელსაც, სამწუხაროდ, დღევანდელი ჟურნალისტები არ იცავენ".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary