ეკოლოგია და სახელმწიფო პოლიტიკა
15 მაისი, 2014
ეკოლოგია და სახელმწიფო პოლიტიკა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"დავითიანნი"-ს ოფისში დოქტრინას საჯარო ლექციათა კურსის "სამოქალაქო განათლება და საზოგადოება" ფარგლებში საჯარო ლექცია - "ეკოლოგია და სახელმწიფო პოლიტიკა" ჩატარდა.

ლექცია წაიკითხა რომანო მაისურაძემ.

რა როლი აკისრია ეკოლოგიას დღეს ჩვენს ქვეყანაში? რა წიაღისეული აქვს საქართველოს? როგორია სხვადასხვა ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობა დღეს? როგორ უნდა განვავითაროთ გარემოს დაცვითი საკითხები და არის თუ არა საფრთხის შემცველი დიდი ჰესებისა და კაშხლების მშენებლობა ჩვენს ქვეყანაში? - ეს იყო ის ძირითადი საკითხები, რომლებიც განიხილეს დღევანდელ შეხვედრაზე.

"ბევრი მდინარე ბინძურდება მასში ჩამავალი ნაგვის გამო, ჩვენ არ გვაქვს თანამედროვე გამწმენდი ტექნოლოგიები, რადგან ეს ძვირადღირებულია. გარდა ამისა, შემდგომში ნიადაგში გვხვდება ეს ნარჩენები და ამიტომ საკვებიც ბინძურდება. ეს შესაძლოა პირდაპირ დაილექოს ორგანიზმში. მსოფლიოში აღიარებული ეკოლოგიური ორგანიზაცია "გრინფისი" იბრძვის, რომ არ განადგურდეს გარემო. საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც არის მდიდარი საკუთარი წიაღისეულით და შესაძლოა 10-15 წლის შემდეგ ჩვენი ძვირფასი ნიადაგი და ნაყოფიერი მიწის რესურსები უფრო ძვირი გახდეს. გარდა ამისა, გვაქვს შესანიშნავი ჰავა" - აღნიშნა რომანო მაისურაძემ.

მისივე თქმით: "კაშხლებისა და დიდი ჰესების მშენებლობა არ არის ხელსაყრელი ჩვენი ეკოლოგიისათვის, რადგან ნადგურდება რამდენიმე სოფელი, ბუნებრივი წიაღისეულით მდიდარი ტერიტორიები. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში ჰქონდათ გეგმა, რომ მთელი ქვეყნის ელექტროფიკაცია მოეხდინათ. ტერიტორიებიდან ხალხსაც ასახლებდნენ. მათ ამ გეგმის შედგენისას არ ჰქონდათ გათვალისწინებული, თუ რა შედეგს მოუტანდა ჰესების მშენებლობა იმ ტერიტორიებს, სადაც ისინი განთავსდებოდა. ხაიშში მიმდინარე პროცესებს შესაძლოა, მეწყერული პროცესები მოჰყვეს. დიდი მოცულობის წყალსაცავების მშენებლობა იწვევს წყლის დონის აწევასა და ეროზიის დამკვიდრებას მიწის ფონზე".

მკვლევარმა ასევე ისაუბრა პრობლემების გადაჭრების გზებზეც და აღნიშნა, რომ როდესაც მსგავსი ჰესებისა და კაშხლების მშენებლობა იგეგმება, საჭიროა ორივე მხარის შეთანხმება, მკვლევარების მონაწილეობა და განხილვა, რომ საფრთხის შემცველი არ იყოს ეკოლოგიისათვის და უარყოფითი შედეგები ავიცილოთ თავიდან. 

რომანო მაისურაძემ განაცხადა, რომ არ ხდება გარემოსდაცვითი სამართლის პოპულარიზაცია და მისი სწავლება მასშტაბურად.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary