საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრები საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბნენ
16 მაისი, 2014
საყდრისის დაცვის  კომიტეტის წევრები საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან  შეიკრიბნენ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებმა საყდრისი-ყაჩაღიანის საბადოზე უცხოელი ექსპერტების დასკვნა გააპროტესტეს და პრემიერის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე პეტიცია შეიტანეს.

შეკრებაზე ხელოვნებათმცოდნემა და ჟურნალისტმა სოფო კილასონიამ ნათლად ისაუბრა იმ დასკვნაზე, რომელიც მიწვეულმა არქოლოგმა და გეოლოგმა გააკეთეს.

მისი თქმით: ,,მოწვეულმა არქეოლოგმა და გეოლოგმა დასკვნის იმ ნაწილში, სადაც არის ძეგლის არქეოლოგიური, გეოლოგიური, ისტორიული და კულტურული შეფასება, დაადასტურეს ის ინფორმაცია, რასაც ბოხუმის უნივერსიტეტის მკვლევარები ამტკიცებდნენ. კერძოდ ის, რომ ეს არის ოქროს მაღარო იმიტომ, რომ მის ძარღვებში არის დიდი შემცველობა ოქროსი". გარდა ამისა, მან გააპროტესტა ის რეკომენდაციები, რომელიც გულისხმობს: ,,სახელმწიფო შეიძლება მოქმედებდეს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების კუთხით, ბიზნესკომპანიის ინტერესების მიხედვით ან შესაძლოა შუალედური რამ გააკეთოს".

შეხვედრის დასასრულს მათ შეიტანეს პეტიცია, რომელსაც 400-მა ადამიანმა მოაწერა ხელი და როგორც კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს: ,,პეტიციაში საუბარია არა მხოლოდ საყდრისზე, არამედ, ზოგადად, კანონდარღვევაზე კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით". 

წევრები უნდობლობას უცხადებენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, რადგან ისინი არ ითვალისწინებენ საზოგადოებრივ ინტერესებს: ,,საზოგადოების ინტერესი არის, რომ მან შეინარჩუნოს კულტურული მემკვიდრეობა და განავითაროს თანამედროვე და მხოლოდ ამ რაკურსიდან უნდა მოქმედებდეს ეს ორი ორგანიზაცია, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ, ამიტომ უნდობლობას ვუცხადებთ მათ და მოვითხოვთ მათ მიერ ბოლო დასკვნის ბათილად ცნობას" - განაცხადა სოფო კილასონიამ.

კომიტეტის სამომავლო გეგმებთან მიმართებაში საგულისხმოა საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრის ეკატერინე თოხაძის მოსაზრება, რომელმაც განაცხადა, რომ მათი მიზანია, პირველ რიგში, გაგება იმისა, არის თუ არა შესაძლებელი საბადოში ჩატარდეს სამუშაო ისე, რომ არ დაზიანდეს ძეგლი. ამის შემდეგ კი მოახდენენ ისინი რეაგირებას და განსაზღვრავენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მომავალში, თუმცა, ერთი რამ, რაც მათ ამ ეტაპზე დანამდვილებით იციან, არის ის რომ: ,,ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და ვეცდებით, გადავარჩინოთ კულტურულ-ისტორიული ძეგლი".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary