სტუდენტთა ზაფხულისა და ზამთრის სკოლების შედეგების შემაჯამებელი კონფერენცია
16 მაისი, 2014
სტუდენტთა ზაფხულისა და ზამთრის სკოლების შედეგების შემაჯამებელი კონფერენცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2013-2014 სასწავლო წელს განხორციელებული "სტუდენტთა ზაფხულისა და ზამთრის სკოლების" შედეგების შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა.


შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ქართველი და უცხოელი სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა ხელმძღვანელები დაესწრნენ. კონფერენციის მიზანი იყო პროექტის, ინიციატივის, შედეგების პრეზენტაცია ფართო საზოგადოებისათვის.

კონფერენციის მიმდინარეობისას, როგორც რექტორებსა და პროფესორებს, ისე სტუდენტებს, უწევდათ პრეზენტაციის გაკეთება იმ საქმიანობის შესახებ, რომელიც მათ ამ პროექტის მეშვეობით განახორციელეს. სამინისტრომ დააფინანსა სტუნდენტთა მიერ წარმოდგენილი პროექტები:

1. "შესავალი ციფრულ ფილოლოგიაში";
2. "დიგიტალური ჰუმანიტარია – ქართველოლოგია და XXI საუკუნის გამოწვევები";
3. "ხელისუფლება და იდეოლოგია ძველ სამყაროში";
4. ,,კრიტიკული აზროვნება სოციალურ მეცნიერებაში'';
5. ,,სადიაგნოსტიკო მეთოდებისა და სამედიცინო აპარატურის მუშაობის ფიზიკური პრინციპები'';
6. ,,რელიგიის კლასიკური კრიტიკიდან რელიგიის თავისუფლების იდეამდე'';
7. ,,ალტერნატიული ენერგიის წყაროების გეოფიზიკური შეფასება'';
8. ,,სწავლის ინოვაციური ორიენტირები''. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნატა ასათიანმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა: "როგორც მოგეხსენებათ, ორი წელია მიმდინარეობს პროგრამა "ზაფხულისა და ზამთრის სკოლები", რომელიც მაქსიმალურად მორგებული იყო სტუდენტებისა და მათი განვითარების ხელშეწყობაზე, კონკრეტულად ინიციატივა ეხებოდა, პირველ რიგში, რეგიონულ ინტეგრაციას, რადგან პროექტში ჩართული იყო თბილისის, თელავის, ბათუმის, გორის, ქუთაისის სახელმწიფო უვინერსიტეტები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ წამოწყებით მათ საშუალება მიეცათ, მეცნიერულ დონეზე გაეღრმავებინათ თავიანთი ცოდნა, რაც თავისთავად გულისხმობდა პრაქტიკულ საქმიანობას, რის გამოც ჩვენ მოწვეული გვყავდა უცხოელი ექსპერტები, რომლებიც გვერდით ედგნენ სტუდენტებს. აღნიშნული პროექტი აუცილებლად გაგრძელდება და ვფიქრობ, რომ იმავე დაინტერესებასა და ჩართულობას გამოიწვევს რაც გასულ წლებში". 

რაც შეეხება რექტორების მოსაზრებებს ინიციატივის შესახებ, ისინი აღნიშნავენ, რომ ეს გამოწვეული იყო უცხოელი ექსპერტების მოწვევით. ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიგა ზედანიას განცადებით კი, "ამ პროგრამის წარმატებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ის მოიცავს რეგიონებს და, რაც ყველაზე მთავარია, აერთიანებს საერთაშორისო დონის ექსპერტებს, რომლებსაც მუშაობა უწევთ უშუალოდ სტუდენტებთან. ჩემი აზრით, საქართველოში საგანმანათლებლო სამეცნიერო სივრცეში აკადემიური წყობა ვერ განვითარდება ისე, თუ მას არ ექნება ურთიერთობა საერათაშორისო სივრცეში".

მაკა მათიაშვილი თბილისის სახელმიფო სამეციდინო უნივერსიტეტის მე-5 კურსის სტუდენტია, მისი თქმით, "მე პირადად და, დარწმუნებული ვარ, ყველა სტუნდეტი, ვინც ჩართული იყო ამ პროგრამაში, ძალიან კმაყოფილია გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო პრაქტიკული სამუშაო, სადაც გვიწევდა კონკრეტულად ჩვენ სფეროში მუშაობა უცხოელ ექსპერტებთან ერთად, რა თქმა უნდა, ფასდაუდებელი გამოცდილება და ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია ყველა სტუდენტისათვის, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობას ვუხდი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary