"ქალები შვილების უფლებებისთვის"- სოციალური ვიდეორგოლების ჩვენება გოეთეს ინსტიტუტში
16 მაისი, 2014
"ქალები შვილების უფლებებისთვის"- სოციალური ვიდეორგოლების ჩვენება გოეთეს ინსტიტუტში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"ქალები შვილების უფლებებისთვის" - "ქალთა ფონდის" მხარდაჭერითა და კავშირ "დიოსკურიას" ორგანიზებით განხორციელებული სოციალური ვიდეორგოლების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა გოეთეს ინსტიტუტში.

პროექტის მიზანია, საზოგადოებას აჩვენონ ძლიერი ქალები, რომლებმაც შეძლეს ბარიერის გადალახვა, შექმნილი ვიდეოებით უბიძგონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მშობლებს, არ შექმნან ბარიერი საკუთარ შვილსა და საზოგადოებას შორის, თამამად ისაუბრონ შვილის მდგომარეობაზე. მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზება, მოხდეს გაცნობიერება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის აღზრდისას მშობლებს ფუნქციები თანაბრად უნდა ჰქონდეთ გადანაწილებული, ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება შშმ პირთა ინტეგრაციის მიზნით.

პროექტი ითვალისწინებს შუზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი დედების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობასა და იმ დედების მხარდაჭერას, რომლებიც თავიანთი შვილებისთვის ძალიან ბევრს აკეთებენ, საზოგადოება კი ამ ყველაფერს ვერ ხედავს. 

ღონისძიებაზე აჩევენეს ოთხი ცნობილი ქალისა და მათი შვილების პირად ისტორიაზე გადაღებული ოთხი ვიდეორგოლი. პროექტის გმირები არიან მაკა მახარაძე - ანუკა მურვანიძე, ნინო ცინცაძე (უფლებადამცველი) – ირაკლი თევზაძე, ნინო მეუნარგია - დაჩი გოგოლაძე, ნათია გოგსაძე - მიხეილ და ლევანიკო გაფრინდაშვილები. 

ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ რამდენიმე ცნობილმა ადამიანმა კატეგორიული უარი განაცხადა პროექტში მონაწილეობის მიღებაზე. 

პროექტზე იმუშავეს ახალგაზრდა ჟურნალისტებმა: თამარ კვარაცხელიამ და ანუნა ბუკიამ.

ვიდეორგოლების ჩვენების შემდეგ დამსწრე საზოგადოებასა და პროექტის მონაწილე ქალბატონებს შორის თემის ირგვლივ დისკუსია გაიმართა. მათ ისაუბრეს დისკრიმინაციასთან არსებულ პრობლემებზე, საზოგადოების მცდარ დამოკიდებულებასა და მიდგომაზე მსგავსი პრობლემის მქონე ადამიანებისადმი. ჩვენებას ესწრებოდნენ მწერლები ეკატერინე ტოგონიძე და თეონა დოლენჯაშვილი.

"ჩვენ გვინდა სიყვარული და აღიარება, მეტი არაფერი" - აღნიშნა საღამოს დასასრულს ნინო მეუნარგიამ.
აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში, ვიდეორგოლების ჩვენება სხვადასხვა უნივერსიტეტში იგეგმება. ორგანიზატორების განცხადებით, თემა იმდენად ვრცელი და უამრავი ასპექტის შემცველია, რომ ერთ პროექტზე გაჩერებას არ აპირებენ და მომავალში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა შესახებ არაერთ სოციალურ ვიდეორგოლს შემოგვთავაზებენ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary