სამოქალაქო აქტივიზმი და მისი მნიშვნელობა საქართველოში
16 მაისი, 2014
სამოქალაქო აქტივიზმი და მისი მნიშვნელობა საქართველოში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
,,ახალგაზრდა სოციოლოგთა გაერთიანებამ" დაიწყო საჯარო ლეციების ციკლი ,,სამოქალაქო საზოგადოების პრობლემები და თანამედროვე გამოწვევა".

ამ ციკლის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პირველი საჯარო ლექცია თემაზე - ,,სამოქალაქო აქტივიზმი და მისი მნიშვნელობა საქართველოში".

ლექცია წაიკითხა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა, ფილოსოფოსმა ლევან ღამბაშიძემ. შეხვედრის მიზანი იყო, სტუდენტებისთვის გაეცნოთ სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობა და მისი განვითარების აუცილებლობა.

,,სოციოლოგთა გაერთიანების" ინიციატივით ჩვენ ჩავატარეთ პირველი ლექცია, რომელიც ჩვენი საჯარო ლექციების ციკლს უკავშირდება. პირველი ლექცია ეხებოდა სამოქალაქო აქტივიზმსა და მის მნიშვნელობას საქართველოში, რომელიც ასევე უკავშირდება ჩვენს კვლევას. ვფიქრობ, რომ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია სამოქალაქო აქტივიზმი. ჩვენი აზრით, ეს ყველაფერი უფრო მეტად უკავშირდებათ სტუდენტებს და მათში ვხედავთ ამ განვითარების საწყისებს. ამ თემაზე ვაპირებთ კვლევის ჩატარებას" - განაცხადა "სოციოლოგთა კლუბის" დამფუძნებელმა ნინო გელანთიამ.

,,ახალგაზრდა სოციოლოგთა გაერთიანება" გეგმავს კვლევას თემაზე - ,,სტუდენტების დამოკიდებულება სამოქალაქო აქტივიზმთან". კვლევა მოიცავს საქართველოს თერთმეტ უნივერსიტეტს.

,,სოციოლოგთა კლუბი" გეგმავს კვლევას სტუდენტების ჩართულობაზე სამოქალაქო აქტივიზმში და აქედან გამომდინარე, მათ სჭირდებოდათ ექსპერტთან შეხვედრა, რომელიც მათ დაეხმარებოდა იმ ჩარჩოების შედგენაში, რის შიგნითაც შეიძლება ამ კვლევის მოქცევა და წარმართვა. ამავდროულად იყო საჯარო ლექციაც, ამიტომ მე ვისაუბრე იმ საჯარო თემებზეც, რომელიც არამარტო ამ კვლევისთვის იქნებოდა საჭირო. ასევე შევეცადე მათთვის მიმართულების მიცემას და ვუპასუხე მათ დასმულ კითხვებსაც" - აღნიშნა ფილოსოფოსმა ლევან ღამბაშიძემ.

გაერთიანების წევრის მარიამ ცუცქერიძის თქმით, ,,მომხსენებელმა იმ თემებზე ისაუბრა, რაც ჩვენ გვაინტერესებდა. ის საკითხები განგვიმარტა, რომელზეც ჩვენ ვაპირებთ კვლევის ჩატარებას. სწორედ ეს დაგვეხმარება კითხვარის შედგენასა და იმ მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებაში, რაზეც ლექციის განმავლობაში იყო გამახვილებული ყურადღება. კვლევის მიზანიც ესაა, რომ გამოვავლინოთ, რამდენად არიან ქართველი სტუდენტები ჩათულნი სამოქალაქო აქტივიზმში. ვფიქრობ, რომ საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრა იყო".

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალი იყო. ,,ახალგაზრდა სოციოლოგთა გაერთიანება" გეგმავს სხვა საჯარო ლექციების ჩატარებასაც.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary