პროტესტი უხილავებისთვის და უხილავობის წინააღმდეგ
18 მაისი, 2014
პროტესტი უხილავებისთვის და უხილავობის წინააღმდეგ ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
18 მაისს დილის 7 საათიდან საღამოს 6 საათამდე თბილისში პუშკინის სკვერში საპროტესტო ინსტალაცია "უხილავების პროტესტი" გაიმართა.

აქციაზე გამოფენილი იყო ფეხსაცმელები იმ ადამიანების ნაცვლად, ვისაც ერთი წლის წინ 17 მაისს ეყო გამბედაობა, წინ აღდგომოდა ლგბტ თემის უხილავობას, ეს ფეხსაცმელები გამოხატავენ იმ ადამიანებს, ვისაც ახლაც სურს, იყოს აქციაზე, თუმცა ვერ ახერხებენ, რადგან სახელმწიფო და საზოგადოება მის ხმასა და არსებობას არ უფრთხილდება.

"ეს არის პროტესტი უხილავებისთვის და უხილავობის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ვერ ვახერხებთ ერთმანეთის აღიარებასა და დაფასებას, მაინც ყველანი ვარსებობთ ჩვენი სათქმელით, სურვილებით, ყოველდღიურობით. თვალის დახუჭვა და სმენის დახშობა ჩვენს არსებობას ვერ წაშლის, ჩვენს ტკივილს ვერ გადაფარავს, თანაგრძნობისა და სიყვარულის უნარს ვერ წაგვართმევს" - ვკითხულობთ საინფორმაციო ფურცელზე, რომელიც აქციაზე იყო გამოკრული.

ამავე ფურცელზე ვკითხულობთ, რომ ეს ინსტალაცია უხილავებისთვისაა: "მათთვის ვინც არ ჩანს, ვისი სათქმელიც არ ისმის, ვისი არსებობაც არ არის აღიარებული. ეს ინსტალაცია ჩვენთვისაა, ყველასთვის, ვინც ყოველდღიურად ვაწყდებით, მაგრამ ვერ ვხედავთ და არ ვუსმენთ ერთმანეთს. ვისაც სახლიდან გამოსვლა არ შეუძლია და ვისაც სახლში წასასვლელი არ აქვს, ვინც მრავალგზის დევნეს და გადაასახლეს სამხედროებმა, მთავრობებმა, ბანკებმა, საკუთარმა ოჯახებმა, ვინც შრომობს და არ უფასდება, ვინც შიმშილობს, რომ მოუსმინონ, ვისთვისაც არ გვყოფნის საჯარო სივრცე, ვისაც შეურაცხყოფისგან ვერ ვიცავთ, ვის მიმართაც მუქარასა და ძალადობას არ ვიძიებთ, ვინც უხმოდ უნდა ილოცოს, ვინც სახელი უნდა დამალოს".
აქციამ მოკრძალებულად და უხმოდ ჩაიარა.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary