თსუ-ში „ლექსო არ დაიკარგები“ გაიმართა
19 მაისი, 2014
თსუ-ში „ლექსო არ დაიკარგები“ გაიმართა ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"ლექსო არ დაიკარგები" - ასე ჰქვია ლიტერატურულ კომპოზიციას, რომლის პრემიერაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

კომპოზიციაზე მუშაობდნენ რეჟისორი გოგი გომურაშვილი და თსუ-ს სტუდენტური თეატრი "სხვენი".

ერთ-ერთი მსახიობის გიორგი იორამაშვილის თქმით, სპექტაკლის დადგმას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდა. როგორც მან აღნიშნა: "სტუდენტური თეატრი ახალდაკომპლექტებულია და საკმაოდ ვნერვიულობდით, თუმცა, რაც შეგვეძლო მაქსიმალური გავაკეთეთ. ვფიქრობ, კარგი გამოვიდა". ლიტერატურული კომპოზიცია "ლექსო არ დაიკარგები", ძირითადად, შეიქმნა სიყვარულის მოტივზე. მასში ცხოვრებისეული სიტუაციაა ასახული. 

"დღევანდელი სპექტაკლი იყო ძალიან საინტერესო და სახუმარო. მომწონს "სხვენის" პროგრამა და, ზოგადად, თსუ-ს ღონისძიებებზე ყოველთვის დავდივარ" - თქვა მაყურებელმა გიგა მჭედლიძემ.

მსახიობები ბერიკების როლს ასრულებდნენ. "სცენაზე გასვლამდე ისე ცუდად ვიყავი, მეგონა, ვერ ვითამაშებდი, მაგრამ შემართებითა და ერთიანი გუნდით ჩავატარეთ, რაც იყო დიდი სიყვარულითა და მონდომებით გაკეთებული. ახლა რასაც ვგრძნობ, ამის სიტყვებით აღწერა, უბრალოდ, შეუძლებელია. გამოვიყენეთ ხალხური პოეზია, შაირები და ა.შ ყველანი ვასრულებდით ბერიკების როლს" - განაცხადა მსახიობმა სალომე ჭონიშვილმა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary