საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარის შეხვედრა სტუდენტებთან
20 მაისი, 2014
საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარის შეხვედრა სტუდენტებთან ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარე ვიქტორ დოლიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და ისაუბრა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე, ასევე ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე და შემდგომ არსებულ უმთავრეს გამოწვევასა და მოლოდინზე.

შეხვედრას ესწრებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია, რომელმაც განაცხადა: ,,ვფიქრობ, რომ ევროინტეგრაცია ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ გვეწვია ბატონი ვიქტორი, რომელიც გვესაუბრება ამ პროცესზე".

სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ენახათ შეთანხმების განმარტებითი ვიდეორგოლები, რომლებიც კომიტეტის ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით შეიქმნა.

ვიდეოში განხილული იყო შემდეგი პუნქტები: ასოცირების ხელშეკრულების ზოგადი პრინციპები, პოლიტიკური დიალოგი, თავისუფლება, უსაფრთხოება, მართლმსაჯულება, ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხი, ეკონომიკური თანამშრომლობა, თანამშრომლობა სხვა სფეროებთან (გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, განათლება და სხვა), ფინანსური დახმარება.

,,გარდა ექსპერტებისა და კანონმდებლებისა, ამ პროცესში ჩართულნი არიან სამოქალაქო სექტორის მაღალკვალიფიციური წარმომადგენლები, რომელთა აზრსაც ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ,ხოლო რაც შეეხება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას, ეს მოხდება 28ივნისს" - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.
გარდა ზემოთ ხსენებული საკითხისა, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ჩვენი ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: ვიზის ლიბერალიზაციის პროცესი და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა.

,,ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ 2015 წლის ბოლოს, 2016 წლის დასაწყისში გვქონდეს უვიზო რეჟიმი, ამისთვის ჩვენ ბევრს ვმუშაობთ კულისებს მიღმა, ხოლო რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას, ვფიქრობ, რომ კულტურული თუ ნებისმიერი სხვა სახის ურთიერთობა აუცილებლად უნდა აღვადგინოთ მასთან, უნდა გავიდეთ რუსულ ბაზარზე, რადგან მოგეხსენებათ, რუსეთის ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისათვის" - განაცხადა საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარემ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, მიეღოთ პასუხი მათთვის საინტერესო შეკითხვებზე.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary