„ჩაები სიკეთის ჯაჭვში“
20 მაისი, 2014
"დავეხმაროთ 14 წლის სოფია კვარაცხელიას" - ამ სახელწოდების საქველმოქმედო აქცია-კონცერტი ტარდება ახალგაზრდა ხელოვანების მონაწილეობით თავისუფლების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე.

სოფია კვარაცხელიას დაუდგინდა ხერხემლის დაავადება სქოლიოზი. ის ამჯერად ისრაელში იმყოფება იმისათვის, რომ დაუდგინდეს ზუსტი დიაგნოზი და შემდეგ დაიწყოს მისი შესაბამისი მკურნალობა. ღონისძიების ორგანიზატორის განცხადებით: "დაახლოებით 1000 ლარი გვჭირდება დღეს რომ მოვაგროვოთ და სასწრაფოდ გადავუგზავნოთ სოფიოს ისრაელში. გოგონას დასახმარებლად ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ბევრმა ადამიანმა და გადავწყვიტეთ, რომ თავისუფლების მეტროსთან ჩაგვეტარებინა აქცია-კონცერტი".

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ შოთა ადამაშვილი, დები ზვიადაურები, მარიამ ელიაშვილი, პოეტი გიორგი არაბული, მირანდა მაისურაძე, ოთარ ფალიანი, ნიკა ნორიელი, ჯარჯი შუქიაური, ანა ლაშხელი, გაგა გომართელი.

"მე აქ მოვედი იმისათვის, რომ მხარდაჭერა გამოვხატო და მცირედით მაინც დავეხმარო პატარა გოგონას, რომლისთვისაც ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ეტაპია" - ამბობს ნატა ლალიაშვილი.


საქველმოქმედო აქცია-კონცერტი ამ წუთებშიც მიმდინარეობს მეტრო თავისუფლების მიმდებარე ტერიტორიაზე. ღონისძიება გაგრძელდება 21:00 საათამდე.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary