კონფერენცია “საქართველო ნარკოტიკებისა და ნარკომანიის წინააღმდეგ”
20 მაისი, 2014
კონფერენცია “საქართველო ნარკოტიკებისა და ნარკომანიის წინააღმდეგ” ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"საქართველო ნარკოტიკებისა და ნარკომანიის წინააღმდეგ" - ასე ჰქვია კონფერენციას, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური ფორუმის ორგანიზებით ჩატარდა.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს შეეძლოთ. ერთ-ერთი მონაწილე ანი ბოჭორიშვილი აღნიშნავს, რომ: "საინტერესო საკვლევი თემა იყო და აქტუალურიც. აქამდე კონფერენციაში არ მიმიღია მონაწილეობა და გამოცდილებაც არ მქონდა. დღეს პირველად ვიყავი კონფერენციაზე და ვფიქრობ, საკმაოდ კარგად ჩაიარა".

კონფერენციის მიზანი იყო საქართველოში არსებული სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების ინფორმირება ნარკომანიის შესახებ. 

თითოეულ მონაწილეს შეეძლო საკუთარი თემის წარდგენა და საჯაროდ გამოსვლა. მათი ნაშრომები აკმაყოფილებდა სტუდენტური ფორუმის მოთხოვნებსა და კრიტერიუმებს. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ მიღებულია 60-ზე მეტი ნაშრომი.

"ამ კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ სტუდენტური ფორუმის წარმომადგენლები. მიმაჩნია, რომ ასეთი კონფერენციები ხშირად უნდა ტარდებოდეს, რადგან ეხმარება სტუდენტებს თუნდაც სტიპენდიის მიღებაში, გამოცდილების შეძენაში. ჩემი ძირითადი მოტივაცია მაინც სტიპენდია იყო, რადგან სტიპენდიისთვის აუცილებელი პირობაა კონფერენციაში მონაწილეობის მიღება. საჯარო გამოსვლის გამოცდილებაც მივიღე" - ამბობს კონფერენციის მონაწილე ანა ბარისაშვილი.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary