გალერეა "უნივერსში" საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტების: ნოდარ ჩარკვიანის, თათია გველესიანისა და გიორგი სისაურის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა სახელწოდებით - "ესპირადი".
ნამუშევრები, ძირითადად, ბოლო ორი წლის მანძილზე იქმნებოდა და მოიცავს გრაფიკას, ფერწერასა და ფოტოგრაფიას.
" სახელი "ესპირადი " ჩემი ერთ-ერთი ნახატის გამო დავარქვით გამოფენას. "ესპირადი" იმდენად ნაცნობი არაა საზოგადოებისთვის და ამიტომაც ვიფიქრეთ, რომ ამის გამო კიდევ უფრო დაინტერესდებოდნენ "- განაცხადა ერთ-ერთმა მონაწილემა და ორგანიზატორმა თათია გველესიანმა.
''გამოფენით აღფრთოვანებული ვარ. კიდევ უფრო საინტერესო და სასიამოვნოა, როდესაც არქიტექტურისა და დიზაინის შექმნასთან ერთად ეს ახალგაზრდები არაჩვეულებრივ ფოტოებს იღებენ და ხატავენ" - აღნიშნა ჩვენთან საუბარში გამოფენის დამთვალიერებელმა.