მაია მიმინოშვილი გამოსაშვები გამოცდების მიმდინარეობას დაესწრო
21 მაისი, 2014
მაია მიმინოშვილი გამოსაშვები გამოცდების მიმდინარეობას დაესწრო ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
მე-12 კლასელებისათვის გამოსაშვები გამოცდები 09:00 საათზე დაიწყო.

გამოცდები ერთდროულად 1500-მდე სკოლაში მიმდინარეობს. გამოცდების დაწყებამდე მოსწავლეებს სკოლაში სპეციალური ბარათები დაურიგდათ, სადაც მითითებული იყო სრული განრიგი.
საგამოცდო ოთახები აღჭურვილია ვიდეო კამერებითა და ხმის ჩამწერი აპარატურით.

დამამთავრებელი კლასის 38 000-მდე მოსწავლე პირველ დღეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიიღებს მონაწილეობას. 

გამოსაშვებ გამოცდებს 136-ე საჯარო სკოლაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი დააკვირდა. მან გაანცხადა, რომ: "როგორც მოგეხსენებათ, დღეს დაიწყო საქართველოს მასშტაბით გამოსაშვები გამოცდები, რომელშიც 1500-მდე სკოლაა ჩართული, არის გამონაკლისები რეგიონებიდან, რომლებმაც ვერ შეძლეს გამოცდებში ჩართვა ტექნიკური ხარვეზების გამო, თუმცა, ეს მოსწავლეებს პრობლემას არ შეუქმნის, პრობლემის აღმოფხვრისთანავე შეძლებენ ჩააბარონ გამოცდები. დღეს მიმდინარეობს ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდა, ჩვენ ვიმყოფებით სკოლაში, სადაც, ძირითადად, მოსწავლეები დამაკმაყოფილებელ შედეგებს იღებენ, ხვალ კი მოსწავლეებს გამოცდის ჩაბარება მოუწევთ უცხო ენაში. რაც შეეხება ბარიერს, საკმაოდ დაბალია - 5.5, რომელიც, ვფიქრობ, ყველა მოსწავლემ უნდა გადალახოს. გამოცდები დასრულდება 25 მაისს. ყველა უფროსკლასელს ვუსურვებ წარმატებას და ველოდებით მათ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე".

რაც შეეხება თავად მოსწავლეების განწყობას, ისინიც კმაყოფილებას გამოხატავენ. ჩვენთან საუბარში ირმა სონიშვილმა განაცხადა, რომ: "ვფიქრობ, ტესტები საშუალო სირთულის იყო, მართალია, ძალიან ვინერვიულე და ბევრი რამ დამავიწყდა, თუმცა, არცერთი კითხვა არ ყოფილა, რომელიც პროგრამაში არ გაგვივლია, ადგილი არც ტექნიკურ ხარვეზებსა და კითხვების გამეორებას არ ჰქონია. კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგით და წარმატებებს ვუსურვებ ყველა ჩემს თანატოლს".


"ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგით, მაქსიმალური ქულა ავიღე, ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს იმაში, რომ შრომა არასდროს იკარგება, მინდა, წარმატება ვუსურვო ყველა უფროსკლასელს" - აღნიშნა ელნარა მაჰმადოვამ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary