დენის რიჩის საჯარო ლექცია
21 მაისი, 2014
დენის რიჩის საჯარო ლექცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მოწვევით, აშშ-ს საელჩოსა და სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ლექცია წაიკითხა ჩიკაგოს კოლუმბიის კოლეჯის პროფესორმა და CREATIVE ENTERPRISE CONSULTING-ის მმართველმა დირექტორმა დენის რიჩმა.


ლექციის თემა იყო "სპონსორობა და თანხის მოზიდვა კულტურის სფეროში". რატომ უნდა დაასპონსოროს ბიზნესმა კულტურა? ვინ არიან გადაწყვეტილების მიმღები პირები? და რა ფორმით ხდება დასპონსორება?
"სპონსორობა ეს არის ტერმინი, რომელიც განსაზღვრავს ურთიერთობას სპონსორსა და ღონისძიებას, სააგენტოს ანდა საკუთრებას შორის, რომელშიც სპონსორი იხდის ნაღდი ანგარიშსწორებით ან ნატურით იმისათვის, რომ ჰქონდეს წვდომა პოტენციალთან, რაც დაკავშირებულია ღონისძიებას, სააგენტოს ანდა საკუთრებასთან" - ა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რადგან სტუდენტებს არაერთი შეკითხვა ჰქონდათ მოცემულ თემაზე.
ილიაუნის სტუდენტის სოფო ქუთათელაძის თქმით: "ყოველ ოთხშაბათს 15:00 საათზე ტარდება კულტურის მარკეტინგის ლექცია. საგანს გვიკითხავს ბატონი იური მღებრიშვილი. დღეს კი ლექციის მაგივრად მასტერკლასი ჩაატარა მარკეტინგში ამერიკიდან მოწვეულმა მარკეტოლოგმა თემაზე – "სპონსორობა". თემამ დამაინტერესა და გადავწყვიტე, დავსწრებოდი, საბოლოო ჯამში, ძალიან კმაყოფილი ვარ".


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary