ადამიანის კრიზისი თანამედროვე ეპოქაში
21 მაისი, 2014
ადამიანის კრიზისი თანამედროვე ეპოქაში ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
"ახალგაზრდა სოციალისტებმა" საჯარო ლექცია გამართეს თემაზე - "ადამიანის კრიზისი თანამედროვე ეპოქაში".

დაინტერესებულ ახალგაზრდებს თემა გაააცნო ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ლექტორმა, პოლიტოლოგმა, კულტუროლოგმა და გერმანისტმა კობა კუპრაშვილმა. 

"ეს თემა, ჩემი აზრით, არის ყველა ადამიანისთვის აქტუალური და საინტერესო, ზოგადად, ადამიანის კრიზისი არის ის თემა, რომელიც ყველაზე მწვავედ დგას დღევანდელი საზოგადოების წინაშე. საერთოდ მეცნიერებისა და ფილოსოფიის ძიებისა და კვლევის მთავარი თემა არის ადამიანი და პასუხი კითხვებზე, თუ სად ვიმყოფებით დღეს ჩვენ, რა გველის მომავალში, რა არის ჩვენი მიზანი და რა არის მის წინაშე დაყენებული მთავარი ამოცანა. ეს თემა ამოწურული არ არის და ვერც ამ კითხვებს გავცემთ ბოლომდე პასუხს, თუმცა, მოხარული ვარ, რომ ამ პრობლემას კიდევ ერთხელ წამოვჭრით, იმედი მაქვს, დამსწრე საზოგადოება აქტიურად ჩაერთვება დისკუსიაში" - განაცხადა კობა კუპრაშვილმა. 

მან ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომლებიც ადამიანს ექმნება გლობალიზაციის პროცესში, ასევე ხაზი გაუსვა იმ სირთულეებს, რომლებსაც იწვევს ინფორმაციის დიდი ნაკადი. მოხსენების შემდეგ ლექცია დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. 

"ჩვენს საკმაოდ ბევრი პროექტი განვახორციელეთ და ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ, ერთ-ერთი მათგანი არის საჯარო ლექციები, რომლებსაც ორ კვირაში ერთხელ ვმართავთ, თემას ვარჩევთ მომხსენებელთან შეთანხმებით იმის გათვალისწინებით, თუ რა არის ამ პერიოდისთვის აქტუალური და ვცდილობთ, ამ თემებზე ღიად ვისაუბროთ" - აღნიშნა "ახალგაზრდა სოციალისტების" პოლიტიკურმა მდივანმა სალომე ადამიამ.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary