სახელმწიფო დასაქმების პროგრამის პრეზენტაცია
22 მაისი, 2014
სახელმწიფო დასაქმების პროგრამის პრეზენტაცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობის" ოფისში სოციალურმა მუშაკმა ქეთი ხუციშვილმა საჯარო შეხვედრა გამართა ახალგაზრდებთნ თემაზე - ,,სახელმწიფო დასაქმების პროგრამის პრეზენტაცია".

პრეზენტაციაზე საუბარი იყო სახელმწიფო დასაქმების პროგრამის მიზნებზე, ვის შეუძლია დასაქმების პროგრამაში ჩართვა, როგორ ხდება სისიტემაში რეგისტრაცია.

"სახელმწიფო დასაქმების პროგრამა ამუშავდა 2013 წლის დეკემბერიდან, მართალია, ბოლომდე გამართული არ არის, მაგრამ ადამიანები უკვე საქმდებიან. საქმე იმაშია, რომ ინფორმაცია მოსახლეობასთან მიდის ძალიან ცუდად, ამიტომ მაქსიმალურად ვიყენებთ ყველა სივრცეს, რომ ადამიანებს მივაწოდოთ ინფორმაცია ამ პროგრამის შესახებ" - აღნიშნა ქეთი ხუციშვილმა.

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტმა სალომე ყურაშვილმა განაცხადა, რომ დაუსაქმებლობა საქართველოს ყველა ასაკობრივი ჯგუფის პრობლემაა: "კარგია, რომ ჩატარდა პრეზენტაცია სახელმწიფო დასაქმების პროექტის შესახებ. ინფორმაცია მივიღეთ ამომწურავად. ყველას, ვისაც სჭირდება დასაქმება, აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს საიტზე (http://worknet.gov.ge/) და შეიყვანოს თავისი მონაცემები".

პრეზენტაცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary