„რეალური არსებების“ პრეზენტაცია
23 მაისი, 2014
„რეალური არსებების“ პრეზენტაცია ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ცნობილი ქართველი მწერლის თეონა დოლენჯაშვილის ახალი რომანის ,,რეალური არსებების"
პრეზენტაცია გაიმართა სასტუმრო Holiday Inn-ში.

,,რეალური არსებები" ამავე სახელწოდების მქონე მოთხრობის გაგრძელებაა, სადაც მოქმედება 15 წლის შემდეგ ხდება. ეს რომანი ადამიანებზე, რეალურ ცხოვრებაზეა, ამიტომ ავტორი მას მტკივნეულს, სასტიკსა და გამოუვალს უწოდებს. 

,,ამ რომანის გმირები რეალურ სამყაროში ცხოვრობენ და რეალური არსებები არიან, რეალური არსებები, ანუ ჩვენ გვერდით მცხოვრები ადამიანები, რომელთა ცხოვრება უკვე დიდი ხანია იმ სათამაშო მატარებელს დამსგავსებია, დიდი ხნის წინ რომ ჩართეს და მერე მიავიწყდათ, მაგრამ ეს ადამიანები ცხოვრობენ, უყვართ, სძულთ, იტანჯებიან და ეს რომანი სწორედ რეალური არსებების რეალურ გრძნობებსა და განცდებს ასახავს" - აღნიშნა ,,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" წარმომადგენელმა მაკა სესკურიამ. 

პრეზენტაციის მსვლელობისას ისაუბრეს რომანის პერსონაჟებზეც: ,,თეონას ძალიან მოქმედი და საინტერესო გმირები ჰყავს, არასქემატური სრულიად, თითოეულ მათგანს თითქოსდა შენი გონებით ეხები" - განაცხადა პოეტმა ლია სტურუამ.

,,ვფიქრობ, რომ ,,რეალური არსებები" იქნება კიდევ ერთი სიხარული ყოველი მკითხველისთვის" - ასე შეაფასა ცნობილმა ქართველმა მწერალმა ანა კორძაია-სამადაშვილმა თეონას ახალი შემოქმედება.

თეონა დოლენჯაშვილმა პრეზენტაციის მსვლელობისას წაიკითხა ამონარიდები თავისი რომანიდან, რასაც დამსწრეთა ოვაციები და აღფრთოვანება მოჰყვა.




გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary