საქართველოს ევროპული არჩევანი და პერსპექტივები
24 მაისი, 2014
საქართველოს ევროპული არჩევანი და პერსპექტივები ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიბერალური ხედვების ასოციაცია LTA-ს პროექტ-კონფერენციის პრეზენტაცია "საქართველოს ევროპული არჩევანი და პერსპექტივები" გაიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო საზოგადოების ინფრფორმირება საერთაშორისო ორგანიზაციების პერსპექტივების შესახებ, საქართველოს შესაძლებლობის განსაზღვა, ასევე არსებული რისკების შეფასება. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუნდეტები, მათ საშუალება ჰქონდათ, განსაზღვრულ დროში (5-10 წუთი) წარმოეჩინათ ყველა ჩამოთვლილი საკითხის მნიშვნელობა და აუცილებლობა. მათ შეფასებაზე ზრუნავდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მირანდა აბრამიშვილი და რეზო ჩხეიძე. 

"ჩვენი ორგანიზაციის მიზანია, ხელი შევუწყოთ სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და გაძლიერებას, ლიბერალიზმის დამკვიდრებას, ადამიანის უფლებების დაცვას და, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ საქართველოს ინტეგრაციაზე ევროპულ სივრცეში, გამომდინარე აქედან, საჭიროდ მივიჩნიეთ, მოგვეწყო კონფერენცია, რომელიც გამოკვეთდა მოსაზრებებს და დაგვანახებდა რისკებს. მგონია, რომ სტუდენტები დაინტერესდნენ და მინდა, ვუთხრა მათ, რომ ჩვენ ძალიან ბევრ საინტერესო ღონისძიებას შევთავაზებთ, დავგეგმავთ და განვახორციელებთ მნიშვნელოვან პროექტებს მათთან ერთად, რაც, საერთო ჯამში, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასა და გააქტიურებას გამოიწვევს" - განაცხადა ორგანიზაციის პრეზიდენტმა ნინო ახანშვილმა.

რაც შეეხება მომხსენებლებს, ერთ-ერთმა მონაწილემ ნინო სამსონიძემ, რომელიც ილიას უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის I კურსის სტუდენტია, აღნიშნა, რომ: "ძალიან გახარებული ვარ დღევანდელი ღონისძიებით, დიდი სურვილი მქონდა კონფერენციაში მონაწილეობის, ზოგადად, დაინტერესებული ვარ მსგავსი თემებით, თან ფაკულტეტიც ხელს მიწყობს და მე, როგორც პირველ კურსის სტუდენტს, უფრო ღრმად მინდა, ჩავიხედო საქართველოსათვის მნიშვნელოვან საკითხებში, რის საშუალებასაც მსგავსი ღონისძიებები მაძლევს".

ლიბერალური ხედვების ასოციაცია LTA წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც 2014 წლის 7 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტების მიერ ჩამოყალიბდა.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary