,,ჩვენ გვახსოვს...” - ეროვნული კონფერენცია და საზეიმო დაჯილდოვების ცერემონიალი
26 მაისი, 2014
,,ჩვენ  გვახსოვს...” - ეროვნული კონფერენცია და საზეიმო დაჯილდოვების ცერემონიალი ელფოსტაბეჭდვა FaceBook Twitter
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს არასამთავრობო ორგანიზაციამ "ახალგაზრდა თაობამ" ეროვნული კონფერენცია და ეროვნულ-პატრიოტული კონკურსის "ჩვენ გვახსოვს..." საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალი გამართა.

ეროვნული კონფერენცია მიეძღვნა საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს. 

კონფერენციას ესწრებოდა მარინა გზირიშვილი, 2008 წლის 8 აგვისტოს გმირულად დაღუპული ქართველი ვაჟკაცის ვახტანგ გზირიშვილის დედა. მან გაიხსენა თავისი ცხოვრების ყველაზე რთული მომენტები.
,,ვხედავ სიზმარს ვითომ მთელი ხალხი ყვირის: ,,ომი დაიწყო! ომი დაიწყო!" და ყველა სამების საკათედრო ტაძარში მირბის და მეც გავრბივარ, ამასობაში ვიღაც ყვირის, რომ ტაძარი ინგრევა, ყველანი გარეთ გამოდით-ო, ყველა გარეთ გამორბის, მე კი შევდივარ, ამ დროს კი ისევ ისმის ხმა: ,,ერთი დაიღუპა...". სწორედ ამ დროს გამომეღვიძა და წყლის დასალევად წავედი, უცებ სისხლის სუნი მეცა და წყალს ვერ მივეკარე... დილის 9 საათი იყო, როცა ტელეფონის ზარი გაისმა, უცებ ჟრუანტელმა დამიარა და ტელეფონს ვერ ვუპასუხე, ამიტომ სასწრაფოდ ჩემს შვილს ნათიას მივეცი საპასუხოდ, მან უცებ შეჰკივლა: ,,ვაიმე, გიორგი (ნათიას მეუღლე), მითხარი, რომ ეს ყველაფერი ტყუილია!", ამის შემდეგ აღარაფერი მახსოვდა... მათ სიმართლე დამიმალეს, მითხრეს, რომ ჩემი ვახო დაჭრილია, სინამდვილეში კი ჩემი შვილი აღარ იყო" - გაიხსენა ომში გმირულად დაღუპული ქართველი კაპრალის დედამ.

მარინა გზირიშვილმა მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს და სიტყვით მიმართა კონფერენციაზე მყოფ ახალგაზრდებს: ,,ცხოვრება, რა თქმა უნდა, ჩემთვის სატანჯველია, როცა ჩემი ვახოს დახუჭული თვალები დავინახე, იქ დამთავრდა ჩემი ცხოვრებაც, თუმცა, უფალმა მომცა იმის ძალა, რომ დღეს აქ თქვენთან ერთად ვმდგარიყავი. ადამიანმა არ იცის, ხვალ რა მოელის, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ დღეს ჩემი მეუღლისა და ჩემი ვაჟის გარეშე ვიქნებოდი, მაგრამ საამაყოა, რომ ისინი ამ ქვეყნიდან წავიდნენ ისე, რომ თავიანთი სახელები დატოვეს, მე მინდა, რომ თითოეულ თქვენგანს ყოველთვის ახსოვდეს იმ გმირების სახელები, რომელთაც თავი შესწირეს საქართველოს".

კონფერენციის ბოლოს საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა კონკურსში: ,,ჩვენ გვახსოვს..." გამარჯვებულმა შვიდმა მონაწილემ წარადგინა თავიანთი ნაშრომები შემდეგ თემებზე - ,,ძმათამკვლელი ომი 1992-1993" და ,,აგვისტოს ომი". მათ გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.


გამოკითხვა
თქვენი აზრით, რომელი კერძო უნივერსიტეტი გამოირჩევა სწავლის მაღალი ხარისხით?






Carpet Cleaning Calgary