სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის ფერწერის მიმართულების მაგისტრანტთა მხარდაჭერისა და ფინანსური წახალისების მიზნით პიერ ფ. ჰესლერის (შვეიცარელი ბიზნესმენი) ხელოვნების ფონდმა გამართა გამოფენა-კონკურსი, სადაც 2 გამარჯვებული გამოვლინდა ფარული კენჭისყრის შედეგად.
კონკურსანტებისთვის სულ 3000 დოლარი გამოიყო. ჟიურის წევრების გადაწყვეტილებით, პირველი ადგილი არცერთ მათგანს არ ხვდა წილად. მეორე ადგილზე - შორენა ტატურაშვილი, ხოლო მესამეზე - მარიამ ახობაძე გავიდა. თანხა შემდეგნაირად გადანაწილდა: 2000 დოლარი მეორე ადგილზე გასულს ხვდა წილად, ხოლო 1000 დოლარი მესამე ადგილის მფლობელს. კონკურსში მონაწილეობას სულ 4 მაგისტრანტი იღებდა.
პიერ ფ. ჰესლერის ხელოვნების ფონდის დირექტორის რევაზ გიორგაძის თქმით, "მოლოდინი უფრო დიდი იყო კონკურსის მიმართ. წინა წლებთან შედარებით, ნამუშევრების დონემ იკლო. ვიმედოვნებ, რომ მომავალ წელს უფრო მეტი სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას".
მეორე ადგილზე გასული მონაწილე შორენა ტურაშვილი ამბობს, რომ ეს გამარჯვება მისთვის მოულოდნელი და სასიხარულო იყო.
როგორც მესამე ადგილის მფლობელი მარიამ ახობაძე აღნიშნავს: "ამ კონკურსისთვის ჩვენ წინა წლიდან ვემზადებოდით. ნამუშევრების დასამზადებულად დაგვირიგდა საღებავები და ტოლოები. მოხარული ვარ, რომ გამარჯვებულებს შორის აღმოვჩნდი".